უეფამ ევრო 2020-ის საპრიზო თანხები განსაზღვრა

AutoSharing Option
უეფამ ევრო 2020-ის საპრიზო თანხების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის ევროპის 12 სხვადასხვა ქვეყანაში გაივლის. ნახევარფინალები და ფინალები კი ლონდონში გაიმართება.

ევრო 2020-ის ყველა მონაწილე 9.25 მლნ ევროს მიიღებს. გამარჯვება ჯგუფურ ეტაპზე 1.5 მლნ ევროდ შეფასდება, ფრე კი 750 ათას ევროდ.

მერვედფინალში გასვლა 2 მლნ ევრო, ხოლო მეოტხედფინალში გასვლა 3.25 მლნ ევროდ შეფასდება. ნახევარფინალისტები 5-5 მლნ ევრს მიიღებენ, ვიცე-ჩემპიონი 7 მლნ ევროს, ხოლო გამარჯვებული 10 მლნ ევრს მიიღებს.

შესაბამისად ნაკრები, რომელიც ყველა მატჩს მოიგებს 34 მლნ ევროს გამოიმუშავებს.

ევრო 2020-ის
მატჩებს ლონდონის გარდა უმასპინძლებენ: სანკტ-პეტერგბურგი, ამსტერდამი, ბაქო, ბილბაო, ბუქარესტი, ბუდაპეშტი, კოპენჰაგენი, დუბლინი, გლაზგო, მიუნხენი და რომი.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული