25 მარტს, ევროპირველობის შესარჩევ ტურნირზე მეორე ტურის მატჩები 3 ჯგუფში ჩატარდა.
ინგლისი სტუმრად ადვილად გაუსწორდა 5:1 მონტენეგროს. არადა, თავიდან მასპინძლები დაწინაურდნენ, მაგრამ შემდეგ ინიციატივას "სამი ლომი" დაეუფლა და დამაჯერებლად იმარჯვა. ინგლისმა პირველ ტურში ჩეხეთს 5:0 მოუგო და 1984 წლის შემდეგ პირველად გაიტანა ზედიზედ 2 შეხვედრაში 5-5 გოლი.
უკრაინამ სტუმრად როდრიგესის მიერ 90+3-ე წუთზე გატანილი ავტოგოლით დაამარცხა 2:1 ლუქსემბურგი და B ჯგუფში გალიდერდა.
პორტუგალიამ სახლში ისევ ვერ გაიმარჯვა - სერბეთს
დაუზავდა. თან, 31-ე წუთზე სრულიად უწყინარ სიტუაციაში ბარძაყის ტრავმა მიიღო რონალდომ და შეცვალეს.
საფრანგეთმა პარიზში ისლანდია 4:0 გაანადგურა. დიდიე დეშამის გუნდმა ტურნირის სტარტზე ზედიზედ 2 მატჩი მოიგო საერთო ანგარიშით 8:1 და H ჯგუფში გალიდერდა.
A ჯგუფი
პრიშტინა. "ფადილ ვოკრი"
კოსოვო - ბულგარეთი 1:1
გოლები: 0:1 ბოჟიკოვი (39), 1:1 ზანელი (61)
პოდგორიცა. "პოდ გორიცომი"
მონტენეგრო - ინგლისი 1:5
გოლები: 1:0 ვესოვიჩი (17), 1:1 კინი (30), 1:2 ბარკლი (38), 1:3 ბარკლი (59), 1:4 კინი (71), 1:5 სტერლინგი (81)
ლუქსემბურგი. "ჯოზი ბარტელი"
ლუქსემბურგი - უკრაინა 1:2
გოლები: 1:0 ტურპელი (34), 1:1 ციგანკოვი (40), 1:2 როდრიგესი (90+3, საკ. კარში)
ლისაბონი. "და ლუზი"
პორტუგალია - სერბეთი 1:1
გოლები: 0:1 ტადიჩი (7, პენ), 1:1 პერეირა (42)
H ჯგუფი
ესკეშეჰირი. "იენი ესკეშეჰირი"
თურქეთი - მოლდოვა 4:0
გოლები: 1:0 კალდირიმი (24), 2:0 ტოსუნი (26), 3:0 ტოსუნი (53), 4:0 აიჰანი (70)
გამოუყენებელი პენალტი: ილმაზი (53)
ანდორა. "ნასიონალი"
ანდორა - ალბანეთი 0:3
გოლები: 0:1 სადიკუ (21), 0:2 ბალაი (82), 0:3 აბაში (90)
პარიზი. "სტად დე ფრანსე"
საფრანგეთი - ისლანდია 4:0
გოლები: 1:0 უმტიტი (12), 2:0 ჟირუ (68), 3:0 მბაპე (78), 4:0 გრიზმანი (84)