ევროშესარჩევის ტურნირის მესამე ტურში გერმანიამ ბორისოვოში ბელორუსი 2:0 დაამარცხა, ერთ-ერთ ეპიზოდში კი სტუმართა გუნდის მეკარე მანუელ ნოიერი კარიდან გამოვიდა, კუთხურის ალამთან მასპინძელთა ნახევარმცველი იური კოვალიოვი ფინტით ორჯერ მოატყუა და შემდეგ პასი თანაგუნდელს მისცა.
ნამატჩევს კოვალიოვმა აღიარა, რომ მეკარემ გააბითურა და სახალხოდ თავი მოჭრა.