შოტლანდია, სლოვაკეთი და უნგრეთი ევრო 2020-ზე გავიდნენ - ყველა ჯგუფი დაკომპლექტდა [VIDEO]

AutoSharing Option
ევროპირველობის პლეი-ოფის დარჩენილი სამივე ფინალი გაიმართა და ევრო 2020-ის ყველა მონაწილე გაირკვა.

უნგრეთი, სლოვაკეთი და შოტლანდია ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად ევრო 2020-ზე გავიდნენ.

ბუდაპეშტი. "პუშკაშ არენა"
უნგრეთი - ისლანდია 2:1
გოლები: 0:1 სიგურდსონი (11), 1:1 ნეგო (88), 2:1 სობოსლაი (90+2)

ბელფასტი. "უინძორი"
ჩრდ. ირლანდია - სლოვაკეთი 1:2 (ძირ. დრო 1:1)
გოლები: 0:1 კუცკა (17), 1:1 შკრინიარი (87, საკ. კარში), 1:2 დურიში (110)

ბელგრადი. "რაიკო მიტიჩი"
სერბეთი - შოტლანდია 1:1 (პენ. 4:5)
გოლები: 0:1 კრისტი (52), 1:1 იოვიჩი (90)

ჯგუფები
ასე დაკომპლექტდა:

A ჯგუფი: თურქეთი, იტალია, უელსი, შვეიცარია
B ჯგუფი: დანია, ფინეთი, ბელგია, რუსეთი
C ჯგუფი: ნიდერლანდები, უკრაინა, ავსტრია, ჩრდ. მაკედონია
D ჯგუფი: ინგლისი, ხორვატია, შოტლანდია, ჩეხეთი
E ჯგუფი: ესპანეთი, შვედეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი
F ჯგუფი: უნგრეთი, პორტუგალია, საფრანგეთი, გერმანია

კორონავირუსის გამო ტურნირი მომავალი წლის ზაფხულისთვის გადაიდო.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ჩვენ ფსიქოლოგიურად გადამწვარი გავედით და მიტომ წავაგეთ
foodboll
11:29 13-11-2020
4
ყველამ მასპინძელმა გაიტანა ჩვენს გარდა...
aleksandre
11:11 13-11-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული