L’Equipe: ბენზემა ნაკრებში დაბრუნდება და ევროზე ითამაშებს

AutoSharing Option
L’Equipe-ის ინფორმაციით, დიდი ალბათობით, მადრიდის "რეალის" ცენტრფორვარდი ქარიმ ბენზემა საფრანგეთის ნაკრებში დაბრუნდება და მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშებს.

"ლურჯების" მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი ევრო 2020-ზე გასამგზავრებელ შემადგენლობას დღეს, 18 მაისს დაასახელებს და სიაში ბენზემასაც ელიან. თან, ქარიმმა "თვითერის" ოფიციალურ ანგარიშზე აღწერაში საფრანგეთის ნაკრებიც დაამატა.

ბენზემას 2015 წლის შემდეგ ეროვნულ ნაკრებში არ უთამაშია, მიზეზი კი თანაგუნდელ მატეო ვალბუენასთან დაკავშირებით მომხდარი სკანდალი იყო.

ცოტა ხნის წინ დეშამმა განაცხადა, რომ ბენზემასთან დაკავშირებით აზრი არ შეუცვლია, თუმცა, ფრანგული გამოცემის მიხედვით, დეშამს არსენ ვენგერმა და ფრანგული
ფეხბურთის ავტორიტეტულმა ფიგურებმა დაურეკეს და "ლიონის" ექსკაპიტნის ნაკრებში დაბრუნებისკენ მოუწოდეს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული