უკრაინის ფორმაზე რუსული აგონია გრძელდება - ზელენსკიმ და კლიჩკომ მეზობლები გააღიზიანეს

AutoSharing Option
როგორც იცით, უკრაინამ ევრო 2020-ისთვის ფორმა დაამზადა, რომელზეც სახელმწიფოს გეოგრაფიული კონტურია გამოსახული და საყელოზე უკან წარწერა აქვს გაკეთებული: "დიდება უკრაინას!"

გუშინ თითქოს სიტუაცია დაწყნარდა, მაგრამ თურმე, ნურას უკაცრავად, დღეს რუსებმა ისევ ატეხეს ერთი ამბავი, მათმა ფეხბურთის კავშირმა უეფაში საპროტესტო წერილი აფრინა და ახალი ფორმით უკრაინელებისთვის თამაშის აკრძალვა მოითხოვა.

კრივში მსოფლიოს ექსჩემპიონმა და კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ ახალი ფორმა მატებს სულიერ სიმტკიცესა და გამარჯვების რწმენას და გაიმარჯვებენ, ამ სიტყვის ფართო გაგებით.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმაც არ დაახანა.

"უკრაინის ნაკრების
ახალი ფორმა მართლაც განსაკუთრებულია. მას შეუძლია შოკში ჩაგაგდოს. მასზე რამდენიმე მნიშვნელოვანი სიმბოლოა, რომელიც უკრაინელებს ლუგანსკიდან უჟგოროდამდე, ჩერნიგოვოდან სევასტოპოლამდე აერთიანებს.

ჩვენი ქვეყანა ერთიანი და განუყოფელია. ყირიმი უკრაინაა", - წერს ზელენსკი თავის ოფიციალურ "ინსტაგრამზე".

მკითხველის კომენტარები / 9 /
გუშინ ამ თემაზე სპორტალზე გამოქვეყნებულმა ზოგიერთმა კომენტარმა გამაოგნა. თურმე, რუსულ ოკუპაციას საქართველოში რამდენი მხარდამჭერი ჰყოლია. თურმე, საქართველოში რუსეთს რამხელა მეხუთე კოლონა ჰყავს. მათ მივმართავდი, მაგრამ რაც მინდა ვუთხრა, არ გამომიქვეყნებენ. მიმხვედრი მიხვდება.
გოჩა
00:35 09-06-2021
10
საქართველოს ყველა, შინაური და გარეული მტრის ......
100%
09:23 09-06-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული