რუსი ფეხბურთელის ტრავმა მძიმე არ გამოდგა, მაგრამ ეს ჯგუფში მეოთხე ინციდენტია

AutoSharing Option
რუსეთისა და ფინეთის ნაკრებთა შეხვედრაში დაშავებულ 30 წლის მცველ მარიო ფერნანდესის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ გამოდგა. პირველადი შედეგები დამაიმედებელია. რუსეთის ნაკრებმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ხერხემლის დაზიანება გამოირიცხა.

ჯერჯერობით უცნობია, შეუერთდება თუ არა ფერნანდესი გუნდს დანიის ნაკრებთან დაპირისპირებისთვის, რომელიც 21 ივნისს, კოპენჰაგენში უნდა გაიმართოს.

ევროპის ჩემპიონატზე "ბ" ჯგუფი უიღბლო გამოდგა - კრისტიან ერიკსენის ინციდენტის გარდა, ტრავმა მიიღო ბელგიელმა მცველმა ტიმოტი კასტანმა, ხოლო რუსეთის ნაკრების კიდევ ერთი ფლანგელი იური ჟირკოვი დარჩენილ შეხვედრებს ტრავმის გამო გამოტოვებს.

მომზადებულია Walfoot-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფინელებია თარსი ეტყობა.დდდ
1

სიახლეები პოპულარული