ესპანეთი-პოლონეთი 1:1 - აჩრდილი "ფურია როხასი", რომელიც შეიძლება ჯგუფში ჩარჩეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპირველობის მეორე ტურში, E ჯგუფში, ესპანეთმა საკუთარ მოედანზე პოლონეთს ვერ სძლია - 1:1.

მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ და 25-ე წუთზე მორატამ მორენოს პასით ესპანელები დააწინაურა. თავიდან ლაინსმენმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა, მაგრამ VAR-მა გოლი ჩათვალა. ტაიმის დასასრულს სტუმრებს კარგი მომენტი ჰქონდათ: შორიდან სვიდერსკის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, დამატებაზე კი ლევანდოვსკის გოლის გატანა მეკარე უნაი სიმონმა არ დაანება.

ძალიან საინტერესოდ დაიწყო მეორე ტაიმი: ჯერ ლევანდოვსკიმ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო შემდეგ მორენომ თავის მიერვე მოპოვებული პენალტიდან ბურთი ძელს გაარტყა, დამატებაზე კი მორატამ მოახერხა და ბურთი
ცარიელ კარში ვერ შეაგდო. დარჩენილ დროში "ფურია როხა" ბურთს ფლობდა, თუმცა ერთფეროვნად უტევდა, ბოლოს მორატამ მორიგი შანსი გაანიავა და ლუის ენრიკეს გუნდმა ვერც ამჯერად იმარჯვა.

ამ ჯგუფში 4 ქულით ლიდერი შვედეთია, 3 ქულით მეორე ადგილზე სლოვაკეთია, 2 ქულით მესამეზე ესპანეთი, ხოლო 1 ქულით მეოთხეზე პოლონეთი. 23 ივნისს, უკანასკნელ ტურში ესპანეთი სლოვაკეთს, შვედეთი კი პოლონეთს შეხვდება და არაა გამორიცხული, ესპანეთის ნაკრები ჯგუფში ჩარჩეს.

სევილია. „ოლიმპიკო“
ესპანეთი - პოლონეთი 1:1
გოლები: 1:0 მორატა (25), 1:1 ლევანდოვსკი (54)
გამოუყენებელი პენალტი: მორენო (58)

. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ალბა დაასახელეს, რომელსაც 1 ართმევა და 83 ზუსტი პასი ჰქონდა.
. ესპანეთმა ბოლო 4 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო - ლიეტუვასთან.
. მიმდინარე ტურნურზე 9 პენალტიდან 5 ვერ გამოიყენეს.
. ლევანდოვსკიმ ევროპირველობის ისტორიაში პირველი გოლი გაიტანა - მის ანგარიშზე ნაკრებში 121 მატჩში 67 გოლია.
. 1996 წლის შემდეგ პირველად ესპანეთმა კონტინენტის პირველობაზე ორი ტურის შემდეგ გამარჯვება ვერ მოიპოვა - მაშინ პლეი-ოფში გავიდა.
. პოლონელი კოზლოვსკი ტურნირის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა - 17 წლის და 246 დღისაა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული