ევროპის ჩემპიონატზე ინგლისთან მატჩის წინ ჩეხეთის ნაკრების თავდამსხმელი პატრიკ შიკი ოპტიმისტურადაა განწყობილი.
"როგორ გავუტანე შოტლანდიას ცენტრიდან? კარგი გოლი იყო. ამისათვის პირველივე ტაიმიდან ვემზადებოდი, რადგან ვხედავდი, რომ მათი მეკარე ხშირად გამოდიოდა კარიდან შორს. მთავარია - გავიმარჯვეთ.
ინგლისთან თამაში ყოველთვის რთულია, მაგრამ ისინი ბევრი მომენტის შექმნას ვერ ახერხებენ. ამიტომ შეგვიძლია შევებრძოლოთ. მაქსიმალურად ხარისხიანად ვემზადებით. ფრე ცოტაა, გვინდა გავიმარჯვოთ.
რატომ არ გამომივიდა "რომაში"? მართალი გითხრათ, 100%-ით მზად არ ვიყავი. სერია A-ს დიდი მატჩებისთვის ძალიან ახალგაზრდა გახლდით.
"სამპდორიაში" შესანიშნავი სეზონი ჩავატარე, მაგრამ ისეთ ტოპ-კლუბში
გადასვლა, როგორიც "რომაა", სირთულეებს გმატებს. იმ მომენტში ამისათვის მზად არ ვიყავი", - განაცხადა შიკმა იტალიურ "რეპუბლიკასთან" ინტერვიუში.