უკრაინის მადლობა შვედეთს - შვედეთის ელჩმა სახალისო მემი გამოაქვეყნა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე E ჯგუფში შვედეთმა პოლონეთს სძლია, ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა, მეტოქე კი ტურნირიდან სახლში გაისტუმრა. შედეგად, უკრაინის ეროვნული გუნდი ისტორიაში პირველად გავიდა ევროპირველობის პლეი-ოფში.

მადლიერების ნიშნად უკრაინელმა გულშემატკივრებმა კიევში შვედეთის საელჩოს წინ მათი დროშა გამოაკრეს და წარწერაც გაუკეთეს: "მადლობა 18/-ფინალისთვის".

უკრაინაში შვედეთის ელჩმა ტობიას ტიბერგმა საპასუხოდ თავის "ტვიტერზე" ეს მემი გამოაქვეყნა, რომელზეც შვედი მუშაობს, უკრაინელები კი ისვენებენ.

Sportall.Ge

29 ივნისს, მეოთხედფინალში, უკრაინა შვედეთს დაუპირისპირდება და "მადლობის გადახდის" საშუალება უკვე უშუალოდ მოედანზე მიეცემა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული