კიელინიმ პენალტების სერია დარტყმებამდე მოიგო - ჯორჯომ ალბა მიწასთან გაასწორა [PHOTO]

AutoSharing Option
პენალტების სერიამდე ყველამ ვნახეთ საკმაოდ უცნაური სცენა: მსაჯთან კაპიტნები მივიდნენ, ჯორჯო კიელინი კი, მსუბუქად რომ ვთქვათ, უცნაურად იქცეოდა.

ასეთი დაძაბული მომენტის წინ იტალიელთა კაპიტანი ზედმეტად მხიარული ჩანდა.

Sportall.Ge

კიელინისთვის მიმდინარე ევრო კარიერაში მეოთხეა. 36 წლის ჯორჯოს გამოცდილება ყველაფერში შეიმჩნევა - პენალტების სერიის წინაც კი კაპიტანს გუნდელებისთვის ნერვიულობის საფუძველი არ მიუცია.

ნახევარფინალის ყველაზე დაძაბულ მომენტში კიელინი მაქსიმალურად თავდაჯერებული ჩანდა. კარის არჩევის კენჭისყრის დროს ის გამუდმებით ეხუმრებოდა მსაჯებს, იცინოდა, ხელს ჰკრავდა და ეხვეოდა მეტოქის საქციელით გაოგნებულ ხორდი ალბას.

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

იმ მომენტში ჯორჯომ მუშტიც კი
მიარტყა ალბას, ხუმრობით ესპანურად უთხრა: "მატყუარა, მატყუარა!" ეს მაშინ მოხდა, როცა ორივე კაპიტანმა ჩათვალა, რომ თვითონ გაიმარჯვეს. მსაჯები მაშინვე შეთანხმდნენ, რომ იტალიელმა გაიმარჯვა, თუმცა მაინც მეორე კენჭისყრა მოაწყვეს.

ესპანელთა კაპიტანს ხუმრობის განწყობა ნამდვილად არ ეტყობოდა და საკმაოდ არადამაჯერებლად გამოიყურებოდა. ალბა კაპიტნის სამკლავურს ჩვეული სულაც არ არის - ნახევარფინალამდე ნაკრებისთვის მხოლოდ ორჯერ უკაპიტნია. გუშინდელ მატჩშიც სამკლავური მოედნიდან ბუსკეტსის გასვლის შემდეგ გადაეცა.

მეორე კენჭისყრამაც გამარჯვებულად კიელინი გამოაცხადა, რომელმაც ის კარი აირჩია, საითაც იტალიელები ისხდნენ. ამ მინი-გამარჯვებით გახარებულმა კაპიტანმა ალბას მეგობრულად უჯიკა, ჩაეხუტა და მხარზე ხელიც შემოარტყა.

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

საბოლოო ჯამში, კიელინი პენალტების სერიის შემდეგაც იცინოდა. მისმა გუნდმა 11-მეტრიანები მოწინააღმდეგეზე უფრო დამაჯერებლად შეასრულა, მიუხედავად იმისა, რომ კაპიტნებამდე საქმე არ მისულა.

ესპანელები პენალტების სერიამდე ზედიზედ მეორე მატჩში მივიდნენ. თუმცა, შვეიცარიასთან გამართული მატჩისაგან განსხვავებით, ამჯერად პირველებს არ დაურტყამთ. ესპანეთის ნაკრების ექსმცველი ჟერარდ პიკე მატჩის შემდეგ "ტვიტერზე" კენჭისყრის ფორმატის გამო ცოფებს ყრიდა:

"დიდი მადლობა გუნდს! პენალტების სერია ზოგჯერ ძალიან დაუნდობელია. შემთხვევითი არაა, რომ პენალტების იმ 4 სერიაში, რომლებიც ევრო 2020-ზე იყო და ასევე, კოპა ამერიკაზეც, იმ გუნდებმა მოიგეს, რომლებიც პირველად ურტყამდნენ. სტატისტიკა ამბობს, რომ ვინც პირველად ასრულებს პენალტს, მას მოგების მეტი შანსი აქვს. მე სამართლიანად არ მიმაჩნია, რომ ასეთ ტურნირზე კენჭისყრა უარეს მდგომარეობაში გაყენებს."

მაგრამ, აბა, როგორ უნდა გადაწყდეს, ვინ მივა ბურთთან პირველი?

მომზადებულია sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 11 /
ფეხბურთელი ესეთი ბედნიერი იყოს პენლების სერიით პირველად ვნახე.
ჯუანშერი
08 ივლისი 2021 16:54
0
ალბა ვინაა აბა რამოსი მდგარიყო ან ინიესტა მაგდენს არ აბლატავებდა იტალიელებს
Espana
08 ივლისი 2021 03:40
5
ბებია, რომ ბაბუა ყოფილიყო ვინ იცის რა მოხდებოდა :))))))))))))))
კონსტანტინე თავართქილაძე
08 ივლისი 2021 10:32
1
ვინ მივა ბურთთან პირველი უნდა გადაწყდეს ასე - ბურთი დევს ცენტრში. თითო გუნდის მიერ ამორჩეული მოთამაშე მსაჯის სასტვენის ხმაზე გამორბის საკუთარი კარის ხაზიდან. ვინც პირველი შეეხება ბურთს ის უნდა ურტყამდეს პენალტს! საერთოდაც ეს პენალტი კი არ უნდა იყოს, მეკარის და თავდამსხმელის შანსები უნდა გათანბრდეს - პენალტის ნაცვლად თავდასხმელს მოედნის ცენტრში უნდა მიეცეს ბურთი თავისუფალ ფლობაში და 15 წამი დრო დასარტყმელად, რაც უნდა ის გააკეთოს სადაც უნდა იქ გაიქცეს და ფეხით წაიღოს ბურთი, ოღონ დარტყმა უნდა შეასრულოს საჯარიმო მოედნის გარედან! კარგი სანახაობაც იქნება და მეკარესაც მეტი შანსი მიეცემა!
aburjga
07 ივლისი 2021 19:07
21
გასაგებია თქვენი აზრი, მაგრამ ეს 120 წუთის მერე რომ პენლები ინიშნება იმას ეხება. რაც შეეხება თამაშში დარღვევის გამო დანიშნულ პენალს ის წესი რაღა თქმა უნდა ისე უნდა დარჩეს როგორც არის. არაა ლამაზი და სამართლიანი, როცა რაღაც დარღვევისათვის სასჯელი-პენალტი არკვევს გამარჯვებულს მაშინ როცა დამნაშავე არავინაა! თან საყურებლადაც უფრო საინტერესო იქნება!
aburjga
08 ივლისი 2021 21:24
2
ჰოკეი და წყალბურთი რომ მინდოდეს ფეხბურთს კიარ ვუყურებდი..
chaachi
08 ივლისი 2021 12:22
0
პიკე ოღონდ აწუწუნე და მეტი არაფერი უნდა
ლა მასიაში პირველ რიგში სიმულანტობას, მსაჯთან კამათს და წუწუნს ასწავლიან
ეს თუ აითვისე, მერე ფეხბურთზე გადადიან :D
gatuzo
07 ივლისი 2021 17:59
11
მარტივად დამატებითი მაჩვენებლებით. ბურთის ფლობა, კარში დარტყმა და ა.შ. ლოგიკურია უპირატესობა იმას ქონდეს ვინც უფრო აქტიური იყო. თან დამატებითი ტაიმებიც უფრო გამოცოცხლდება.
მინდია
07 ივლისი 2021 17:57
4
ადვილია იმის მიხვედრა რომ იტალიელები პენალტებს მომზადებულები შეხვდნენ, მათ შორის ფსიქოლოგიურადაც, კიელინი კი შეგნებულად ოხუნჯობდა. იტალიელები ხომ მაგრები არიან ამისთანა რამეებში. მოკლედ დააგოიმეს ჩვენი ესპანელები,აი რამოსი სად იყო საჭირო, მათან იგივეს იტალიელები ვერც კი გაბედავდნენ, იმიტომ რომ არ გამოუვიდოდათ....
ზურა
07 ივლისი 2021 17:33
3
სასურველია პენლები იყოს თამაშის დაწყებამდე, არ იქნება დაძაბულობა, და პენლებში წაგებული გუნდი შეეცდება მოგებას - აღარ იქნება პენლების იმედზე. ამიტომ ასეთი ტიპის მატჩებში გარანტირებულად პენლებსაც უყურებ წინასწარ :))
ხვიჩა
07 ივლისი 2021 17:26
12
ეგ საკითხი როგორ უნდა გადაწყდეს მე უნდა გასწავლო? ორი კარია მოედანზე და ჩააყენეთ მეკარეები და ერთდროულად ურტყით.
გიორგი
07 ივლისი 2021 16:17
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული