უეფამ ინგლისის ფეხბრუთის ასოციაცია 30 00 ევროთი დააჯარიმა, რისი მიზეზიც ინგლისისა და დანიის თამაშის დროს ადგილობრივი ფანების საქციელი იყო.
პირველი სასჯელი ინგლისელი ფანის მიერ დანიის ნაკრების მეკარე კასპერ შმეიხელისთვის პენალტის დროს ლაზერის მინათებამ გამოიწვია.
მეორე სასჯელი დანიის ჰიმნის შესრულებისას ინგლისელი ფანების მიერ გამოხატული უპატივცემულობა იყო. მესამე კი ინგლისელების მიერ პიროტექნიკის გამოყენება გახლდათ.