მანჩინი: გაგვიჭირდა, მაგრამ ვდომინირებდით და გავიმარჯვეთ

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის ფინალში იტალიამ პენალტების სერიაში ინგლისი დაამარცხა, ნამატჩევს კი Football Italia-ს ემოციები მისმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ გაუზიარა:

"ინგლისმა კარგად ითამაშა. დაწყებისთანავე გავუშვით გოლი. გაგვიჭირდა, მაგრამ იმ მომენტიდან ვდომინირებდით.

ბიჭები უბრალოდ შესანიშნავები იყვნენ, არც ვიცი, რა ვთქვა. ეს გამარჯვება ყველასთვის მნიშვნელოვანია, ყველა გულშემატკივრისთვის.

ჩვენ ბედნიერები ვართ, რადგან კარგი თამაშით გავიმარჯვეთ. იმედია, ფანები ახლა ზეიმობენ. ბედნიერები ვართ და მხოლოდ ამას აქვს მნიშვნელობა".

მკითხველის კომენტარები / 3 /
მანჩინი ყოფილა უძლიერესი სპეციალისტი. საზიზღარი კატენაჩო სანაგვეზე მოისროლა და გუნდი ათამაშა აგრესიული, ლაღი, დინამიური და ძირითადად ცენტრიდან შემტევი ლამაზი ფეხბურთი. ამის გამო ეკუთვნის მას იტალიის გულშემატკივრისგან მადლობა და დაფასება. ცალკე განსაკუთრებული მადლობა კაპიტან ჯორჯო კიელინის, ტიპი ყველაფერს ასუფთავებდა დაცვაში, რა ძალა, რა ჟინი, რა ენერგია, სასწაული იყო მართლა პროფესორი!
ჰიჰი
13:07 12-07-2021
1
ქედს ვიხრი ბრწყინვალე იტალიელი საფეხბურთო მოღვაწის რობერტო მანჩინის წინაშე. მან იტალიას ღირსება დაუბრუნა. ვაღიარებ რომ არ ვაღიარებდი, მას მწვრთნელად არ ვთვლიდი და ჩემს თვალში ყოველთვის იყო უბრალოდ "კაშნეიანი აფერისტი". როცა მანჩესტერ სიტის 6-1 მოაგებინა და მანჩესტერ იუნაიტედი გაანადგურა, მაშინ ჩავთვალე რომ ეგ იყო მთლიანად მისი ეშმაკობის დამსახურება და ამაღლდა ჩემ თვალში როგორც "გენიალური აფერისტი." ახლა კი რობერტომ დაამტკიცა რომ არ არის აფერისტი, მან დანაპირები შეასრულა თავისი პიროვნება სრულიად გამოავლინა და ბრწყინვალედ აუძღვა იტალიას დიდების კვარცხბლეკზე. ეხლა ის აღარ არის არც "გიჟი" არც "აფერისტი", უბრალოდ გენიალური დიდებული და ღირსეული იტალიელი მთავარსარდალი.
მკითხველი.
04:34 12-07-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული