საუკეთესო ფეხბურთელი იტალიელთა 22 წლის კიპერი ჯანლუიჯი დონარუმა გახდა. "მილანიდან" პსჟ-ში გადაბარგებულ ფეხბურთელს ჯგუფურ ეტაპზე საკუთარ კარში გოლი არ გაუშვია, ნახევარფინალსა და ფინალში კი პენალტების სერიაში წარმატებასა და ჩემპიონობაში დიდი როლი შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო ფეხბურთელად მეკარე ბოლოს 1992 წელს, დანიელი პეტერ შმეიხელი დაასახელეს, როცა მისმა ნაკრებმა ევროპირველობაზე სენსაციურად გაიმარჯვა.
საუკეთესო ბომბარდირი კრიშტიანო რონალდო გახდა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე გატანილი
ევრო 2020-ის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად პედრი დასახელდა. ესპანეთის ნაკრების 18 წლის ნახევარმცველმა თავისი გუნდის ყველა (6) შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. "ბარსელონელი" პასების მაღალი სიზუსტით გამოირჩეოდა, მათ შორის არაერთი გამამწვავებელი გადაცემაც იყო.
საუთგეითი: ჩვენს გასახდელში წარმოუდგენელი მწუხარებაა
მანჩინი: გაგვიჭირდა, მაგრამ ვდომინირებდით და გავიმარჯვეთ
იტალიამ ინგლისს "უემბლიზე" სძლია და 53 წლის შემდეგ პირველად გახდა ევროპის ჩემპიონი [VIDEO]