ჰოლანი კინაღამ გაიგუდა და გულშემატკივრებმა უსტვინეს

AutoSharing Option
ევროპირველობის შესარჩევ ციკლში ნორვეგიის ნაკრები ოსლოში შოტლანდიასთან 1:2 დამარცხდა. ამ მატჩში მასპინძლები თავის მიერვე მოპოვებული პენალტით ერლინ ჰოლანმა დააწინაურა, რომელიც 84-ე წუთზე შეცვალეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ის გულშემატკივრებს არ დაელაპარაკა და ავტობუსში ავიდა, რის გამო უსტვინეს.

"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელის შეცვლის მიზეზი ნორვეგიის ნაკრების მწვრთნელმა სტოლე სოლბაკენმა განმარტა: "შეცვლა მომთხოვა. 10-12 წუთი დავახანე მისი მოედნიდან გაყვანა. ამ დროის განმავლობაში თითქოს რიცხობრივ უმცირესობაში ვიყავით. ერლინი დაიქანცა, სუნთქვა უჭირდა, უბრალოდ გაიგუდა. 30-გრადუსიანმა სიცხემ იმოქმედა".

მკითხველის კომენტარები / 20 /
ამქვეყნად ერთი ის მიკვირს თუ რატომ აქვს ნარმანიას, მილორავას და ზარდიაშვილს ხელფასი 26 000 ლარი და მეორე ჰაალანდის "ფენომენალურობა" და მისი 800 000 ფუნტი სტერლინგი კვირაში...
გაუგებარია თუ ასეთი რა დამსახურებით ?!...
ლაშა
23:52 18-06-2023
3
ასეა რა მეორე ხსრისხოვანი ქვეყნის ფეხბურთელი როცა ტოპი ხდება ეგრევე ხუთვები ეწყებად, აბა ბრაზილიელ, არგენტინელს, გერმანელს. იტალიელს და ა.შ კი არ ემერთებად ეგ.
ტტტ
19:09 18-06-2023
23

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული