ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურში, A ჯგუფში, კვიპროსი სახლში ნორვეგიასთან 0:4 დამარცხდა.
თემურ ქეცბაიას გუნდმა მიმდინარე ტურნირზე მეექვსე მატჩი წააგო და 15 ოქტომბერს თბილისში საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდება. ნორვეგია კი 10 ქულით მესამე ადგილზეა და იმავე დღეს ესპანეთს უმასპინძლებს.
ლარნაკა. „გეორგიოს კარაპატაკისი“
კვიპროსი - ნორვეგია 0:4
გოლები: 0:1 სიორლოტი (33), 0:2 ჰოლანი (65), 0:3 ჰოლანი (72), 0:4 ეურსნესი (81)