ინგლისმა იტალიას მოუგო და ევრო 2024-ზე გავიდა - სპალეტის გუნდი ჯგუფში ჩარჩება?

AutoSharing Option
ევროპირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე C ჯგუფში დაძაბული და საინტერესო მატჩები გაიმართა.

ინგლისმა სახლში იტალიას თამაში შემოუტრიალა. კეინმა დუბლი შეასრულა - მან ეროვნულ გუნდში ბოლო 30 შეხვედრაში 27 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ლონდონი. „უემბლი“
ინგლისი - იტალია 3:1
გოლები: 0:1 სკამაკა (15), 1:1 კეინი (32, პენ), 2:1 რეშფორდი (57), 3:1 კეინი (77)

უკრაინა სტუმრად მალტასთან თავიდან აგებდა, თუმცა გამარჯვების მოპოვება შეძლო.

ტაქალი. „ნაციონალი“
მალტა - უკრაინა 1:3
გოლები: 1:0 მბონგი (12), 1:1 კამენზული (38, საკ. კარში), 1:2 დოვბიკი (43,
პენ), 1:3 მუდრიკი (85)

ჯგუფში ინგლისი 16 ქულით ლიდერია, რომელმაც ევრო 2024-ის საგზური მოიპოვა. მეორე ადგილზე 13 ქულით უკრაინაა (კონკურენტებზე 1 მატჩით მეტი აქვს ჩატარებული), მესამეზე 10 ქულით იტალიაა, მეოთხეზე 7 ქულით - ჩრდილოეთი მაკედონია, მალტა კი უქულოდ აუტსაიდერია.

17 ნოემბერს ინგლისი მალტას უმასპინძლებს, ხოლო იტალია - ჩრდილოეთ მაკედონიას.

მკითხველის კომენტარები / 9 /
რა სათაურია...რატომ უნდა ჩარჩეს?სახლში მაკედონია და სტუმრად უკრაინა.ამ ორ თამაშში 4 ქულა სჭირდება.შინ თუ მოუგო მაკედონიას სტუმრად ფრეც აწყობს უკრაინასთან.თუ ვთქვათ 2-0 მოუგო მაკედონიას,მერე ერთი ბურთის სხვაობითაც რომ წააგოს უკრაინასთან,მაინც გადის.ინგლისთან რომ არაფერი გამოუვიდოდა ეს ყველამ იცოდა,მაგრამ განა უკრანა ან მაკედონია ინგლისია?ყველაფერი ხდება,მაგრამ ამ შემთხვევაში რთული წარმოსადგენია იტალია ამ ჯგუფიდან ვერ გავიდეს.რომც ვერ გავიდეს ერთა ლიგიდან გასვლის შანსი მაინც ექნება...
Master
01:16 18-10-2023
5
ეს ვინმე მასტერი რა ბაგაჟის ოსტატია გასაგებია,მაგრამ ეს დანარჩენი 15-ს დაწყებით კლასში მაინც არ გივლიათ, 20-ის ფარგლებში მიმატება- გამოკლება, რომ შეგეძლოთ...იქნებ კოლექტიურად ახსნათ,როგორ გადის იტალია თუ ბოლო თამაშს უკრაინასთან წააგებს, მიუხედავად იმისა მაკედონიას 2-ით ან თუნდაც 10-ით ნულს მოუგებს....ოოო როგორ არ გინდათ თქვენისთანებს უკრაინის გასვლა ევროზე...ოღონდ უკრაინა არა და სხვა ვინც გინდა....არ არიან ღირსები ხომ!?- რატომ რუსებს არ დაუწვენ, კიევი არ ჩააბარეს და გაბედეს თავისი ქვეყნის დაცვა იარაღით ხელში,ამდენი სისხლისა და ნგრევის ფასად.
შულაია
10:04 18-10-2023
8

სიახლეები პოპულარული