დე ლაურენტისი: იტალიამ უკრაინა გაქურდა

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მიიჩნევს, რომ იტალიასთან მატჩში ბრაიან კრისტანტეს მიერ უკრაინელი მიხაილ მუდრიკის წაქცევის გამო მსაჯს პენალტის დანიშვნა მართებდა.

"მართალი გითხრათ, რაც უკანასკნელ ხანს ვნახე, იტალიამ უკეთ ითამაშა, ვიდრე უმეტეს შემთხვევაში და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა დაიმსახურა. უკრაინა ომის გამო მოტივირებული იყო, ჰქონდა ოცნება, მაგრამ ეს რეალობად ვერ იქცა. ადვილი რომ იყოს, ეს ოცნება არ იქნებოდა.

არავის უნდა, ნახოს, როგორ ქურდავენ გუნდს ისე, როგორც გუშინ საღამოს უკრაინა იტალიამ გაქურდა. იქ აშკარად პენალტი უნდა დაენიშნათ", - ციტირებს დე ლაურენტისს Football
Italia.

შეგახსენებთ, ლუჩანო სპალეტის "სკუადრა აძურას" მწვრთნელად დანიშვნის გამო დე ლაურენტისი იტალიის ფეხბურთის ფედერაციისგან ამაოდ ითხოვდა საკომპენსაციო თანხის გადახდას.

მკითხველის კომენტარები / 7 /
მე რასაც ვუყურებდი, არ იყო პენალტი. დამცველს ფეხში არ ჩაურტყამს და სარმა არ გამოუდია, მუდრიკმა თვითონ წამოკრა ფეხი და თან არც თუ ძლიერად.
ლაურენტისის პოზიცია თავისი ქვეყნის ფედერაციის მიმართ გასაგებია, მაგრამ არა კაცურია.
არჩი
10:15 22-11-2023
12
ცუდია რომ არ გადაამოწმეს, ახლა ამ მომენტზე უნდა ილაპარაკონ სულ. 90 წლიდან ტიფოზი ვარ და პირველად ვნახე, სალაპარაკო მიეცათ მსაჯობაზე იტალიის ნაკრებთან, როგორც წესი, სულ პირიქითაა ხოლმე.
პ.ს დე ლაურენტისი ბოღმისგან სკდება და ქაქებს აფრქვევს
ლუკა
13:54 22-11-2023
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული