საუკეთესო მესამე
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ფორმატის შესახებ, რომელიც ჩვენ სადებიუტო მონაწილეობამდე მაინც "შორიდან" გვესმოდა - ექვსი ოთხგუნდიანი ჯგუფიდან 2-2 საუკეთესოსთან ერთად, მერვედფინალში ოთხი მესამეადგილოსანიც გადის (ორი მესამეადგილოსანი ჯგუფში რჩება). ამიტომ, ყურადღება თითოეულ ჯგუფს უნდა დავუთმოთ. სავარაუდო შედეგების დაწერას არ ვაპირებთ, მაგრამ მსჯელობას ვერავინ დაგვიშლის.
ევრო 2024 14 ივნისს, პარასკევს, ჩვენი დროით 23:00 საათზე
გაცილებით ძლიერია B ოთხეული. ერთი შეხედვით, მოქმედი ჩემპიონი იტალია და ესპანეთი ფავორიტები არიან, მაგრამ ამას ასე მარტივად ვერ ვიტყვით იქ, სადაც ხორვატიის ნაკრებია. თუკი ალბანეთის ნაკრებისგან სასწაული არ ვიხილეთ, ამ ჯგუფიდან საუკეთესო მესამეადგილოსანი აუცილებლად უნდა გვყავდეს.
მომდევნო ჯგუფში ინგლისის ნაკრები უპირობო ფავორიტია, დანიასა და სერბეთს კი უფრო მეტი შანსი უნდა ჰქონდეთ, ვიდრე სლოვენიას. ვივარაუდოთ, რომ ინგლისელები სხვებს ნაკლებ უფლებას მისცემენ, ჯგუფური ეტაპი მაღალი ქულით დაასრულონ.
რთული სათქმელია, D ჯგუფში საფრანგეთმა და ნიდერლანდებმა პოლონეთსა და ავსტრიას რა შანსი უნდა მისცენ, მაგრამ ბრძოლა ბოლომდე იქნება. ვიმედოვნებთ, მესამეადგილოსანი მინიმალურ ქულას მოიპოვებს.
ბელგია, სლოვაკეთი, უკრაინა, რუმინეთი - ამ ოთხეულის გამოკვეთილი ფავორიტი დასუსტებული ბელგიის ნაკრებიც არაა და სავსებით შესაძლებელია, ქულები "გაიფანტოს".
შესაძლო პლეი-ოფი
ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში, პირდაპირ ცნობილია, რომ D ჯგუფის პირველადგილოსანთან გავარკვევთ ურთიერთობას და თუ ლოგიკას გავყვებით, ის საფრანგეთის ნაკრები უნდა იყოს (2 ივლისს). მაშინ ვილი სანიოლი და დიდიე დეშამი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, "ჯვაროსნების" დამრიგებელი კი მშობლიური ნაკრების დამარცხებას ეცდება. სანიოლისთვის ეს დაპირისპირება მაინც არასასურველი და ცოტათი უცნაურიც იქნება.
ჩვენი, F ჯგუფის, ფავორიტად მიჩნეული პორტუგალია, პირველი ადგილის გათვალისწინებით, A, B ან C ჯგუფის მესამეადგილოსანს შეხვდება. ამ გადასახედიდან, აქ ყველაზე რთული მოწინააღმდეგე ხორვატიის ან იტალიის ნაკრები შეიძლება იყოს...
აქვე გეტყვით, რომ მეოთხედფინალები 5-6 ივლისს, ნახევარფინალები 9-10 ივლისს,
ფინალი კი 14 ივლისს შედგება.
ევრო 2024 - საქართველოს ნაკრების სავარაუდო განაცხადი - ვერ ვიჯერებთ!..
შეუძლია საქართველოს თურქეთის დამარცხება? ისტორიული რაკურსი და დღევანდელობა - ევროს პირველი ტური
მე პრადად, ჩემი ორმოცდათხუთმეწლიანი გულშემატკივრობის სტაჟით ბედნიერი ვარ, რომ მოვესწარი ევროპის ჩემპიონატს, სადაც ჩვენს გუნდს ვუგულშემატკივრებ. ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩვენი ბიჭების თამაშებს შემიძლია ვუყურო სხვადასხვა ჩემპიონატებში და მაჩესტერი-ლივერპულის თამაშის ყურებას უოტფორდის და მეცის თამაშების ყურება მირჩევნია ჩაკვეს და ჟორჟიკას გამო, ხვიჩაზე და მამარდაზე აღარ ვლაპარაკობ.
ერთ რამეში დარწმუნებული ვარ - თურქეთთან და ჩეხეთთან შანსები გვაქვს, იმიტომ რომ ბიჭები ისევე გუნდურად და თავდადებით ითამაშებენ, როგორც ეს მარტის პლეი-ოფებში გააკეთეს.