სანიოლისთვის ეს არასასიამოვნო და უცნაური იქნება... - მერვედფინალში საქართველოსა და საფრანგეთის დაპირისპირების შანსი

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალზე საუბარი ვინმესთვის იქნებ ჯერ ძალიან ადრეა, მაგრამ იმხელა სიხარულს ვეზიარეთ, უფლება გვაქვს, ბევრი რამ განვიხილოთ, მათ შორის, ისიც, ვის შეიძლება დავუპირისპირდეთ ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში...

საუკეთესო მესამე

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ფორმატის შესახებ, რომელიც ჩვენ სადებიუტო მონაწილეობამდე მაინც "შორიდან" გვესმოდა - ექვსი ოთხგუნდიანი ჯგუფიდან 2-2 საუკეთესოსთან ერთად, მერვედფინალში ოთხი მესამეადგილოსანიც გადის (ორი მესამეადგილოსანი ჯგუფში რჩება). ამიტომ, ყურადღება თითოეულ ჯგუფს უნდა დავუთმოთ. სავარაუდო შედეგების დაწერას არ ვაპირებთ, მაგრამ მსჯელობას ვერავინ დაგვიშლის.

ევრო 2024 14 ივნისს, პარასკევს, ჩვენი დროით 23:00 საათზე
(სათამაშო დროებია ასევე 17:00 და 20:00 სთ) გაიხსნება, სადაც ერთმანეთს მასპინძელი გერმანია და შოტლანდია დაუპირისპირდებიან. ამავე ჯგუფში შვეიცარია და უნგრეთი არიან. მიუხედავად შოტლანდიელთა და უნგრელთა პატივისცემისა, მასპინძლის სტატუსი და შვეიცარიიის სტაბილურობა უფლებას გვაძლევს, ამ ჯგუფის ფავორიტები დავასახელოთ. ასეთ შემთხვევაში ჩვენი სურვილი ის იქნება, ამ ორმა ნაკრებმა ბევრი ქულა მოიპოვოს (იდეალურ შემთხვევაში ერთმანეთთან დაპირისპირების გარეშე - 6). მაშინ გამოვა, რომ მესამეადგილოსნის მაქსიმალური ქულა 3 იქნება, რაც მესამე ადგილით პლეი-ოფის შანსებს გაგვიზრდის.

გაცილებით ძლიერია B ოთხეული. ერთი შეხედვით, მოქმედი ჩემპიონი იტალია და ესპანეთი ფავორიტები არიან, მაგრამ ამას ასე მარტივად ვერ ვიტყვით იქ, სადაც ხორვატიის ნაკრებია. თუკი ალბანეთის ნაკრებისგან სასწაული არ ვიხილეთ, ამ ჯგუფიდან საუკეთესო მესამეადგილოსანი აუცილებლად უნდა გვყავდეს.

მომდევნო ჯგუფში ინგლისის ნაკრები უპირობო ფავორიტია, დანიასა და სერბეთს კი უფრო მეტი შანსი უნდა ჰქონდეთ, ვიდრე სლოვენიას. ვივარაუდოთ, რომ ინგლისელები სხვებს ნაკლებ უფლებას მისცემენ, ჯგუფური ეტაპი მაღალი ქულით დაასრულონ.

რთული სათქმელია, D ჯგუფში საფრანგეთმა და ნიდერლანდებმა პოლონეთსა და ავსტრიას რა შანსი უნდა მისცენ, მაგრამ ბრძოლა ბოლომდე იქნება. ვიმედოვნებთ, მესამეადგილოსანი მინიმალურ ქულას მოიპოვებს.

ბელგია, სლოვაკეთი, უკრაინა, რუმინეთი - ამ ოთხეულის გამოკვეთილი ფავორიტი დასუსტებული ბელგიის ნაკრებიც არაა და სავსებით შესაძლებელია, ქულები "გაიფანტოს".

Sportall.Ge

შესაძლო პლეი-ოფი

პირველ რიგში, მინიმალურზე ვიფიქროთ. თუკი ვილი სანიოლის გუნდი საუკეთესო მესამეადგილოსნებს შორის მოხვდება, პლეი-ოფის პირველ ეტაპზე ორი შესაძლო ვარიანტი იქნება (სხვა მესამეადგილოსნების შედეგებიდან გამომდინარე) C ან B ჯგუფის გამარჯვებული. თუ ერთ შემთხვევაში ინგლისს თამამად დავასახელებთ, მეორეგან პირობითად ასეთად ესპანეთი ჩავთვალოთ. ეს მატჩი 30 ივნისს უნდა გაიმართოს.

ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში, პირდაპირ ცნობილია, რომ D ჯგუფის პირველადგილოსანთან გავარკვევთ ურთიერთობას და თუ ლოგიკას გავყვებით, ის საფრანგეთის ნაკრები უნდა იყოს (2 ივლისს). მაშინ ვილი სანიოლი და დიდიე დეშამი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, "ჯვაროსნების" დამრიგებელი კი მშობლიური ნაკრების დამარცხებას ეცდება. სანიოლისთვის ეს დაპირისპირება მაინც არასასურველი და ცოტათი უცნაურიც იქნება.

ჩვენი, F ჯგუფის, ფავორიტად მიჩნეული პორტუგალია, პირველი ადგილის გათვალისწინებით, A, B ან C ჯგუფის მესამეადგილოსანს შეხვდება. ამ გადასახედიდან, აქ ყველაზე რთული მოწინააღმდეგე ხორვატიის ან იტალიის ნაკრები შეიძლება იყოს...

აქვე გეტყვით, რომ მეოთხედფინალები 5-6 ივლისს, ნახევარფინალები 9-10 ივლისს, 
ფინალი კი 14 ივლისს შედგება.

altევრო 2024 - საქართველოს ნაკრების სავარაუდო განაცხადი - ვერ ვიჯერებთ!..

altშეუძლია საქართველოს თურქეთის დამარცხება? ისტორიული რაკურსი და დღევანდელობა - ევროს პირველი ტური

altყველაფერი სანიოლზე - ოცნება პოლიციელობაზე, გაძევება ბოლო წუთზე, ზიდანთან შერიგება მეუღლის თხოვნით და ტიტულები...

მკითხველის კომენტარები / 67 /
უდიდესი ბედნიერება გვაჩუქეს ბიჭებმა და უღრმესი მადლობა მათ! მოვესწარი, დიდ ფორუმზე ნაკრების არჩევა არ მჭირდება, ჩემსას ვქომაგობ! სულ რომ სამივე თამაში წააგოთ ბიჭებო, ნორმალური ადამიანი თქვენზე აუგს ვერ იტყვის, წნეხის გარეშე ითამაშეთ და ისეთივე ანთებული თვალებით, როგორც ბერძნებთან! ხოლო თუ გავედით ამას რა აჯობებს, ესეთი ბრძოლით და ჟინით თამაში ყველასთან შეიძლება, გამოცდილებასაც შეიძენთ და უკვე შემდეგ დიდ ფორუმზე მოხთხოვთ ჯგუფიდან გასვლას. ღმერთი თქვენსკენ!
llcl
14:19 08-04-2024
2
ზოგიერთებო, რამ გაგაბოროტათ? თუ არ გჯერათ გასვლის, ბოღმიან და ირონიულ კომენტარებს მაინც ნუ დაწერთ.
მე პრადად, ჩემი ორმოცდათხუთმეწლიანი გულშემატკივრობის სტაჟით ბედნიერი ვარ, რომ მოვესწარი ევროპის ჩემპიონატს, სადაც ჩვენს გუნდს ვუგულშემატკივრებ. ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩვენი ბიჭების თამაშებს შემიძლია ვუყურო სხვადასხვა ჩემპიონატებში და მაჩესტერი-ლივერპულის თამაშის ყურებას უოტფორდის და მეცის თამაშების ყურება მირჩევნია ჩაკვეს და ჟორჟიკას გამო, ხვიჩაზე და მამარდაზე აღარ ვლაპარაკობ.
ერთ რამეში დარწმუნებული ვარ - თურქეთთან და ჩეხეთთან შანსები გვაქვს, იმიტომ რომ ბიჭები ისევე გუნდურად და თავდადებით ითამაშებენ, როგორც ეს მარტის პლეი-ოფებში გააკეთეს.
არჩი
11:24 08-04-2024
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული