Mail Sport: EURO 2024-ისთვის ნაკრებთა განაცხადში ფეხბურთელთა რაოდენობა 23-დან 26-მდე გაიზრდება

AutoSharing Option
UEFA-მ განაცხადების რაოდენობა 23 ფეხბურთელიდან 26-მდე გაზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული Mail Sport-ი ავრცელებს.

ჯერჯერობით ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს, ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი პირველ მატჩს 18 ივნისს, თურქეთის წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 27 /
ძალიან მწყდება გული, რომ სპორტული საიტი რადიკალური პოლიტიკური დაპირისპირების საგანი ხდება. ზოგადად, რა გვჭირს ხალხო? შაჰ-აბასი, რომელსაც ბებია ქართველი ყავდა და მის გაზრდაში ალბათ წვლილი მიუძღვის, იცნობდა ქართველთა ბუნებას და ნატრულობდა - ღმერთმა ქართველებს ერთი პირი ნუ მისცესო. რომაელთა ძველი სიბრძნეა - გათიშე და იბატონე. საქართველოს მტრების მიზანია, ერი მუდმივად დაპირისპირებაში და შინა აშლილობაში ამყოფოს. იგივე მიზანი აქვს რადიკალ პოლიტიკოსებს - მუდმივად მოღალატე და გამყიდველი უძახონ სხვას, ხანდახან თავისი ცუდი ზრახვები რომ დაფარონ. არათუ ქვეყანა, ოჯახებიც არის საქართველოში, სადაც ზოგი ოცნებას უჭერს მხარს, ზოგი ნაცებს, ზოგს რუსეთი ესიმპათიურება, ზოგს დასავლეთი. ჩემს ოჯახშიც არიან წევრები, მშობლები, ვინც ფიქრობს, რომ შევარდნაძე დიდი პოლიტიკოსი იყო და განსაკუთრებით, სტალინის გენიოსობის წამთ. ცოლი ნაცებს უჭერს მხარს, მიშას რეფორმები მოწონდა, განსაკუთრებით პირადობის, მართვის მოწმობების, პატრულის და სხვა რეფორმების კუთხით. ჩემი შვილი ოცნებას უჭერს მხარს და ნაცებს მეცოცხეებს უძახის, ხოლო სტალინს გულაგთან აიგივებს. ამათ პოლიტიკურ სიმპათიებს რომ ავყვე, მთელი ცხოვრება კამათში და ლანძღვა-გინებაში უნდა გავატარო. გონზე მოვეგოთ ხალხო, აზრის გამოთქმას არავის უშლიან, ვიკამათოთ, ვიდისკუსიოთ, მაგრამ საწინააღმდეგო აზრის მატარებლებს, ყველას მოღალატეებს და გამყიდველებს ნუ ვეძახით, ხანდახან პოზიტივი და შეხების წერტილები ვეძებოთ ერთმანეთში, სხვანაირად ეს ქვეყანა ყვავ-ყორნებს დარჩება.
თენგაბი
12:19 24-04-2024
0
ძალიან კარგია, რომ გაიზარდა განაცხადში ხალხის რაოდენობა. ლუქსემბურგი/საბერძნეთის განაცხადის 23 ფეხბურთელში დიდი ცვლილებები ვერანაირად ვერ იქნება და არც უნდა იყოს!!
Pepelu
12:11 24-04-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული