"დასაჯეთ ეს ორი ნაკრები!" - სერბებმა UEFA-ს მიმართეს და ევრო 2024-დან მოხსნა არ გამორიცხეს

AutoSharing Option
The Sun-ის ინფორმაციით, სერბეთის ფეხბურთის ასოციაციამ UEFA-ს მიმართა და ისინი ალბანეთისა და ხორვატიის ნაკრებების დასჯას მოითხოვენ.

სერბეთის ფეხბურთის ასოციაციის გენერალურმა მდივანმა იოვან სურბატოვიჩმა განაცხადა, რომ სერბეთის ნაკრებმა შესაძლოა უარი თქვას ევრო 2024-ში მონაწილეობაზე, თუ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო მათ ნათქვამს არ შეისმენს.

"პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივრებს ინგლისთან მატჩში მხარდაჭერისთვის და იმედი მაქვს, რომ სლოვენიას დავამარცხებთ. რაც მოხდა, აღმაშფოთებელია და ჩვენ მოვითხოვთ უეფასგან სანქციების დაწესებას ამ ადამიანების მიმართ, თუნდაც ეს ტურნირზე თამაშზე უარის თქმას გულისხმობდეს", - ნათქვამია სურბატოვიჩის
განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, ხორვატიისა და ალბანეთის გუშინდელ შეხვედრაში, რომელიც ფრედ, 2:2 დასრულდა, ორივე ქვეყნის ფანები სკანდირებდნენ - "დახოცეთ სერბები".
მკითხველის კომენტარები / 52 /
:) წაკითხულს აღქმა სჭირდება, რაც დიდ პრობლემად გადაიქცა დღევანდელ საქართველოში.... ერთი კითხულობს, ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას თუ სცნობენ სერბებიო... კითხვით გიპასუხებ----როგორ ხასიათზე დგებით, როდესაც ცხინვალელ და სოხუმელ სპორტსმენებს რომელიმე ქვეყანა მასპინძლობს?! კოსოვო არ გვიღიარებია, მაგრამ მათ გუნდებთან შეხვედრისას მათ დროშას ვწევთ და მათ ჰიმნზე ფეხზე ვდგებით, მეტი რაღაა აღიარება?! და რატომ დაგიჭერს მხარს?!
შენ კი პატივცემულო, ცისფერჩაფხუტიანებს რომ ახსენებ, მივუთითე ჰააგის ტრიბუნალის პროკურორის სახელი, ნახე მისი ბიოგრაფია და წაიკითხე მემუარები, მერე მიხვდები ვინ ვისი გენოციდი დაიწყო.... დაწყებაა და მერე ისე ირევა ომის სისხლიან გზაზე ყველაფერი, ვეღარ გაარკვევ ვერაფერს.... მე სხვა რამე ვთქვი და სხვა კითხვაც დავსვი, მაგრამ არ მიპასუხა არავინ:) ოკუპანტს რატომ ხედავთ მხოლოდ ერთს, როდესაც ჩემთვის ოთხია?! იმ დანარჩენებს აპატიეთ?! სწორედ ასეთ შერჩევით სამართალს ვაპროტესტებ და ვერ ხვდებით?!
ტატო
20 ივნისი 2024 20:33
5
საქართველო სერბეთი,როცა ერთმანეთს ხვდებოდა ბელგრადში,სერბი გულშემატკივარი სკანდირებდა რასია,რასია,ასე,რომ თავისი თავებიც გააკრიტიკონ ზოგჯერ.არასდრის არაფერში ვუგულშემატკივრებ პრორუს სერბეთს!!!
სამაჩაბლოელი
20 ივნისი 2024 17:47
13
ეგ ტყუილები სხვას მოუყევი, უკრაინის ფლოტი არა ტოროლა, უკრაინის ვერტმფრენებმა გადაარჩინეს ათასობით ლტოლვილი აფხაზეთიდან, ეს არის სიმართლე. შე რუსების ტროლო ...
ზურა
21 ივნისი 2024 12:10
18
გითხარით, წაკითხულის შინაარსს ვერ იგებთ მეთქი და აი მორიგი ფაქტი:) მე სახელმწიფო გადატრიალება ვახსენე და არა აფხაზეთი... მოძებნეთ ედიკას ინტერვიუ ინეტში და მოისმენთ, როგორ იტყუება ჩრ. კავკასიელებმა ფოთი აიღეს და ამიტომ ვთხოვე დახმარებაო. პრობლემა მარტო ისტორიის უცოდინარობა არაა, პრობლემა ისაა, რომ ვერ იგებთ ვინ რას ამბობს და პრეტენზია გაქვთ გლიბალური პოლიტიკის ცოდნაზე.....
ყველას თავზე გავიარე, ვისაც პროქართული კურსის გარდა სხვა გზა მიაჩნია სწორად, დაწყებული პრორუსულიდან და დამთავრებული პროტაილანდურით..
ტატო
21 ივნისი 2024 16:40
2
ზუსტად ასე იქცევიან სერბები,როცა ჩვენ ვხვდებით ფეხბურთში ან კალათბურთში სათამაშოდ!!რუსებივით შოვინისტი ერია!!!
სოსო
20 ივნისი 2024 18:14
29
აზერბაიჯანში,ქართველმა ფანებმა,საქართველოს რუკა გაშალეს,მგონი ისტორიულ ფარგლებში და უეფას წარმომადგენლებმა,მისი აღება აიძულეს!რასაც ჩემი სეხნია წერს,ეგ სიძულვილის ენაა და მატჩის კომისარმა,სათავეშივე უნდა აღკვეთოს,ასეთი ფაქტი.როცა ორივე გუნდის გულშემატკივარი ერთსა და იგივეს,თანაც ასეთ რამეს სკანდირებს,ალბათ მატჩი უნდა შეეჩერებინათ,გამოეცხადებინათ,რომ ასეთი რამე არ შეიძლება და სკანდირების გაგრძელების შემთხვევაში,მატჩი აღარ გაგრძელებულიყო,შესაბამისი შედეგებით.ვნახოთ,რა გადაწყვეტილებას მიიღებს უეფა.ისე,მაგარ შარსა და პროვოკაციაში კი აღმოჩნდნენ გაბმულნი.
სოსო
20 ივნისი 2024 20:44
1
იმ გუნდის გულშემატკივრებიც უნდა ისჯებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდის ჰიმნს სტვენით და ღრიალით რომ ხვდებიან როგორც თურქებმა გააკეთეს
ვანო
20 ივნისი 2024 20:38
3
ხოდა ზოგი რომ წმუტუნებს პუტინ ხუილოს რატომ იძახიან ქართველებიო არ გვეკადრებაო ველურობა არისო,ყველაფერს უნდა დაერქვეს თავის სახელი.
ჯამალა
20 ივნისი 2024 16:55
17
აქ ხალხი, სერბეთს მხოლოდ იმიტომ აპადეშკებს, პრავასლავნიკები რომ არიან. ხორვატებს რას ერჩოდნენ? კაი, კოსოვოს შევეშვათ, მარა ხორვატებს და სლოვენიელებს რას ერჩოდნენ. ასეთი სწორხაზოვანი იდიოტებინ რატომ ხართ? ტიპებმა მარტო სრებრენიცაში 8000 ბოსნიელი ამოხოცეს. სარაევო 5 წელი ალყაში ყავდათ და უბრალო გამვლელებს სნაიპერები ხოცავდნენ. მაგას ვინ შეარჩენდა?! დაშალეს კიდეც მარტივ მამრავლებლად. რა პარალელებს ავლებთ საქართველოსთან. მაგის მსგავსი ან აფხაზებისთვის, ან ოსებისთვის გაგვიკეთებია?!
ციციკორე
20 ივნისი 2024 21:05
20
ციციკორე, სახელი შესაბამისად აგირჩევია... :) აქ რელიგია საერთოდ არაა ნახსენები. მე კი ყველა რელიგიის დახოცილ ბავშვებზე დავწერე... მთავარი ვერ გაიგეთ ზოგიერთებმა მაინც... ბოროტებას ერთ მხარეს ხედავთ, მეორე მხარეს უფლებას აძლევთ ბოროტებაზე, უკანონებთ, ე. წ. თავისუფალი მედია ხომ საერთოდ ჭეშმარიტებაში გაგდებთ და მერე სხვას უწუნებთ აზროვნებას:) დიდი ბოროტება ხდება უკრაინაში და იქ რაც ხდება, მსგავსი ტრიალებს ევროპაში უკრაინელების მიმართ. ნახეთ დამოუკიდებელი ჟურნალისტების მასალები, ნახეთ Deutsche Welle-ს და The Guardian-ს სტატიები რამდენი უკრაინელი ბავშვია ძებნაში, რომლებიც ვითომდა თავშესაფრებში გაიყვანეს ევროპაში და ისიც ნახეთ, რაზე აქვთ ეჭვი.... პედოფილია, ორგანოები.... და ეპშტეინის სკანდალის მერე, ძნელი დასაჯერებელია?!
ქართველმა ქართველი ჯარისკაცის მამის, რომელიც ყველა ჯარისკაცის მამად აღიარეს, სახით რუსებს ათქმევინა რომ ბავშვების ხოცვა, ჳისიც არ უნდა იყოს, ფაშიზმია და ჩვენ, 21-ე საუკუნეში, ერთი ერის ბავშვებზე ვითომ ვწუხვართ და მეორე ერის ბავშვებს ფეხებზე ვიკიდებთ?!
ბოროტება ბოროტებაა და საწყისშივე უნდა აღიკვეთოს.... სპორტულ არენაზე, არათუ მკვლელობისკენ მოწოდებაზე უნდა დასაჯო, უნდა დასაჯო, როგორც კომენტარებშია ნათქვამი, ჰიმნის უპატივცემულიბისთვისაც... და ეს ჩვენც გვეხება, არ მითხრათ ჩვენს სტადიონებზე არ მიგვისმენია ჰიმნის დროს ობსტრუქციაო.....

ტატო
20 ივნისი 2024 23:18
3
რუსოფილო,უსტაშები ტერორისტები და ფაშიატები კი არა,ხორვატიის განმათავისუფლებელი არმიის წევრები იყვნენ და სწორადაც ხოცავდნენ შოვინისტ სერბებს!არ არსებიბს,ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ერი,რომელსაც კეთილი სიტყვა დასცდება სერბზე,რაც მრავლისმეტყველია!
Niko-ს
21 ივნისი 2024 02:04
12
ყველა გამოხმაურება
დაავადებას რომ უმკურნალო, გამომწვევი მიზეზი უნდა მოძებნო.... ჩვენ ჩვენს ,, ქრონიკულ დაავადებას'' ვერაფერს მოვუხერხებთ, სანამ მიზეზს არ ვაღიარებთ... მიზეზის აღიარება კი არ გვინდა. გვირჩევნია ყველაფერი სხვას დაბრალდეს, ვიდრე ჯერ ჩვენში ვეძებოთ და მერე გადავიდეთ გარე ფაქტორებზე.... არა და არა.... ჩვენ ყოველთვის მართლები ვართ და ყველაფერი მარტო რუსეთის ბრალია.... კი, რუსების ბრალია, ცალსახად მტერია და ოკუპანტი, მაგრამ მოდით აბა პატრიოტებო, დამეთანხმეთ, რომ რუსების გარდა დანარჩენი მეზობლებიც ოკუპანტები არიან და მათაც ისევე აქვთ მიტაცებული ჩვენი მიწა, როგორც რუსეთს, მათგან ორს კი ინგლისის ვეტოს წყალობით. ინგლისი იმიტომ ვახსენე, რომ ბევრს წარმოდგენა არ აქვს ამ ფაქტზე, რადგან სწორხაზოვანი აზროვნების წყალობით, მხოლოდ, ერთი თვალით იყურება......
ისე, ცნობისათვის, 1917 დამოუკიდებლობის გამოცხადებისას, მთელმა ევროპამ დაგვიკიდა, არ გვაღიარა, სამაგიეროდ გვაღიარა არგენტინამ.... :)
ასე რომ, ქვეყნების და ერების მეგობრობა თუ მტრობა მმართველი ძალების კომპენტენციაშია, შესრულება კი მათ მიერ ჰიპნოზირებული მანქურთების დახმარებით ხორციელდება......
ტატო
20 ივნისი 2024 17:46
9
ესე თავგამოდებით რომ იცავთ სერბეთს იკითხეთ აბა საქართველოს ტერიტორიყლ მთლიანობას თუ სცნობენ? როგორ გიყვართ რუსეთის და სერბეთის გადაფოფრება გაგიჟდება კაცი
Dato
20 ივნისი 2024 18:43
8
ჯერ ერთი,რომ საერთაშორისო სამართალი დაარღვია დასავლეთმა,როდესაც კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარა.მერე კიდევ მეორე,დასავლეთმა რომ გვაღიაროს აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშე... მივიღოთ?რუსეთი აღარ იქნება ოკუპანტი?
ზურას
21 ივნისი 2024 01:24
0
ყველა გამოხმაურება
რუსები სერბებს დაეხმარნენ, მაგრამ ჩვენთან, 2 საუკუნეზე მეტია, ღორებივით იქცევიან.
ამიტომ თავს ნუ გამოიდებთ სერბების დასაცავად ზოგი.
სიკვდილი ყველა ოკუპანტს!
მანფრედ კალცი
20 ივნისი 2024 16:26
19
სერბები თვითონ არიან დასასჯელები და გასაყრელები სახლში. მათი ფანები სკანდირებდნენ ტერორისტ დიქტატურის სახელს ვლადომერ პუტინს. სერბები ამ გამოხატვით მხარს უჭერენ დიქტატორს რომლის კუთვნილი ქვეყანაც მის გამო იზოლირებულია ევროპაზე. ამიტომ სერბეთიც მათი ღიაცმხარდაჭერის გამო მკვლელობებზე და ნგრევაზე იზოკირებული უნდა იყვნენ დანარჩენი ევროპისაგან. სერბები არიან მატყუარა თვალთმაქცი ფარისევლები, რომლებიც ახლა დემოკრატიას და სამართალს მოითხოვენ თავიაანთი უსამართლობის პასუხის გამო.
G.LA
20 ივნისი 2024 16:17
20

სიახლეები პოპულარული