"საქართველოსთან მატჩი გაკვეთილი უნდა გამოდგეს" - ბრუნო ფერნანდეში

AutoSharing Option
დღეს, 1-ელ ივლისს, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში, პორტუგალია სლოვენიას დაუპირისპირდება. მატჩის წინ პორტუგალიელთა ნახევარმცველმა ბრუნო ფერნანდეშმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"მანკუნიანელთა" ერთ-ერთი ლიდერის თქმით, პორტუგალიისთვის საქართველოსთან მატჩი გაკვეთილი უნდა გამოდგეს და იგივე შეცდომები არ გაიმეორონ, რაც "ჯვაროსნებთან" (0:2) მატჩში დაუშვეს.

"სლოვენიას პატივს ვცემთ, მაგრამ მათი არ გვეშინია. არ აქვს მნიშვნელობა, ვის ვუპირისპირდებით, ყველასთან გამარჯვება გვსურს.

ჯგუფურ ეტაპზე ბევრი დადებითი რამ მოხდა, საქართველოსთან მარცხში პოზიტივი უნდა დავინახოთ. სამივე მატჩის მოგება გვინდოდა, თუმცა ჯგუფის გამარჯვებულები მაინც ჩვენ გავხდით. უკვე მერვედფინალში ვართ და ყველაფერი განსხვავებულად იქნება.

საქართველოსთან მარცხი გაკვეთილი უნდა გამოდგეს, თუმცა ახლა მერვედფინალში ვართ და სასწორზე უფრო მეტი დევს", - განაცხადა ბრუნო ფერნანდეშმა.

შეგახსენებთ, პორტუგალიისა და სლოვენიის დაპირისპირება თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რონალდუს თბილისში არასდროს უთამაშია..მხოლოდ ვარჯიშობდა პორტოგალიის ნაკრები სომხეთან წინა სამტჩოდ..ძალიან სამწუხაროა აქ ხომ მესის მარადონას და პელეს აქვს ნათამაშები...
სიმართლე
16:05 01-07-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული