თურქეთმა მცველის დუბლით ავსტრიას მოუგო და 1/4-ფინალში ნიდერლანდებს შეხვდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში თურქეთმა, რომელსაც გუნდის ლიდერი ჩალჰანოღლუ ვერ დაეხმარა, ავსტრია 2:1 დაამარცხა.

თურქები პირველივე წუთზე ცენტრალურმა მცველმა დემირალმა დააწინაურა. ამას ავსტრიელთა უშედეგო შტურმი მოჰყვა, რის შემდეგაც თამაში გათანაბრდა და დაძაბული პირველი ტაიმი მონტელას გუნდმა 1:0 მოიგო. 56-ე წუთზე დემირალმა კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს თავით პენტცის კარში მიუჩინა ადგილი და დუბლი შეასრულა. თუმცა, შეცვლაზე შესულმა გრეგორიჩმა ანგარიში შეამცირა და ეს გოლიც კუთხურის შედეგად გავიდა. აქედან მოყოლებული, ავსტრიელებმა ზეწოლა გააძლიერეს, მაგრამ ვერ გაიტანეს და ტურნირს დაემშვიდობნენ.

6 ივლისს, მეოთხედფინალში, თურქეთი ნიდერლანდებს შეხვდება.

ლაიფციგი. „ლაიფციგ სტადიუმი“. 38 305
მაყურებელი
ავსტრია - თურქეთი 1:2
გოლები: 0:1 დემირალი (1), 0:2 დემირალი (59), 1:2 გრეგორიჩი (66)

altთურქეთმა კაცნაკლულ ჩეხეთს მოუგო და მერვედფინალში გავიდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 10 /
თურქეთის ამ მოგებამ და 1/4 ფინალში გასვლამ, საქართველოს ნაკრების გამოსვლის ფასი ამ ევროზე კიდევ უფრო აწია მაღლა. პლუს კიდევ ჩვენი ჯგუფიდან პორტუგალია გავიდა 1/4 ფინალში
8
ისეთ ხოდზე არიან ბერძნებივით შეიძლება ფინალში გავიდნენ მინიმუმ
მარიფი
01:01 03-07-2024
21
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული