ესპანეთმა გერმანიას დამატებით დროში მოუგო და 1/2-ფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ესპანეთმა გერმანიას დამატებით დროში 2:1 სძლია.

დებიუტში მუხლის ტრავმა მიიღო სტუმართა ნახევარმცველმა პედრიმ, რომელიც ოლმომ შეცვალა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მომენტები ბევრი არ იქმნებოდა, თუმცა ესპანელები უფრო სახიფათოდ უტევდნენ და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. შესვენების შემდეგ ოლმომ იამალის გადაცემულ ბურთს ნოიერის კარში მიუჩინა ადგილი. ამას მასპინძელთა იერიშები მოჰყვა, რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენეს, 89-ე წუთზე კი ვირტცმა ანგარიში გაათანაბრა და დამატებითი დრო დაინიშნა.

106-ე წუთზე მუსიალას დარტყმული ბურთი საჯარიმოში ხელზე კუკურელიას მოხვდა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა, ხოლო
შეცვლაზე შესულმა მერინომ ოლმოს პასით ნოიერს გაუტანა და ესპანეთი ნახევარფინალში გავიდა.

9 ივლისს, დელა ფუენტეს გუნდი ნახევარფინალში პორტუგალიასა და საფრანგეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

შტუტგარტი. „შტუტგარტ არენა“. 54 000 მაყურებელი
ესპანეთი - გერმანია 2:1 (ძირ. დრო)
გოლები: 1:0 ოლმო (51), 1:1 ვირტცი (89)
გაძევება: კარვახალი (125, ესპანეთი)

. დისკვალიფიკაციის გამო ლე ნორმანი, კარვახალი და მორატა ნახევარფინალში ვერ ითამაშებენ.
. ბუნდესგუნდის მეკარე ნოიერმა ევროპირველობებზე 39-ე მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ რონალდოს ჩამორჩება (51).
. 16 წლის იამალმა ევრო 2024-ზე მესამე საგოლე გადაცემა გააკეთა და ნიდერლანდელ სიმონსთან ერთად საუკეთესო ასისტენტია.

მკითხველის კომენტარები / 34 /
ბოლო რვა წელია ეს გერმანია კი არა და დისნეის მულტფილმის პერსონაჟებს მაგონებს:) ამიტომაც არიან ჭაობის ფსკერზე,სამწუხაროდ.
Walt
17:04 06-07-2024
1
მე არ ვარ არცერთის ბალეშიკი მარა პენალტი 100 პროცენტიანი იყო და არ დანიშნა გაიხსენეთ ჩვენთან რა გოლი ჩაუთვალეს
დავთ
10:55 06-07-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული