ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში საფრანგეთმა პორტუგალია პენალტების სერიაში დაამარცხა.
მოსაწყენი პირველი ტაიმის შემდეგ პორტუგალიელებმა აქტიურად შეუტიეს, საჯარიმოში შეჭრილ ლეაოს ბოლო მომენტში კამავინგამ დაუბლოკა, მენიანმა კი ბრუნო ფერნანდეშს, ვიტიანიას და რონალდოს არ გაატანინა. ამას ფრანგების იერიშები მოჰყვა: კოლო მუანის დარტყმულ ბურთს რუბენ დიაში გადაეღობა, მერე კამავინგამ და დემბელემ ვერ უწიეს მიზანს. ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა, ექსტრა ტაიმებიც, ხოლო პენალტების სერიაში საფრანგეთმა იმარჯვა.
9 ივლისს, 1/2-ფინალში საფრანგეთი ესპანეთს შეხვდება.
ჰამბურგი. „ფოლკსპარკშტადიონი“. 47 789 მაყურებელი
პორტუგალია - საფრანგეთი 0:0 (პენ 3:5)
. რონალდომ ევროპირველობებზე 30-ე მატჩი ჩაატარა, რაც რეკორდია.