კვარაცხელია და მბაპე რონალდოს განსხვავებულად დაემშვიდობნენ - როცა საყვარელ ფეხბურთელს ამარცხებ [PHOTO]

AutoSharing Option
კრიშტიანო რონალდომა და პორტუგალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა მეოთხედფინალში დაასრულეს. რონალდოს ფენომენზე საუბარი კიდევ დიდხანს გაგრძელდება, მაგრამ ევროპის ჩემპიონატმა ისე გამოაჩინა, მას სანაკრებო კარიერის დასრულება დაუგვიანდა...

პატარა მბაპე და რონალდო

Sportall.Ge

მოგეხსენებათ, კრუშტიანო ხვიჩა კვარაცხელიას საყვარელი ფეხბურთელია, საფრანგეთთან მატჩის წინ კი კიდევ ერთხელ გავრცელდა ფოტო, სადაც პატარა კილიან მბაპე მისთვის სათაყვანებელ პორტუგალიელთან ერთადაა აღბეჭდილი. როგორც ხვიჩამ, ასევე კილიანმა ევრო 2024-ზე რონალდოს გუნდს აჯობეს. საინტერესოა, რომ ისინი მეგავარსკვლავს შეხვედრის შემდეგ განსხვავებულად დაემშვიდობნენ.

განსხვავებული შეხვედრა...

Sportall.Ge

ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მერვედფინალში გასვლას ზეიმობდა, კრიშტიანოს დანახვაზე
მასთან მივიდა და გადაეხვია, მაისურის გაცვლითაც ძალიან კმაყოფილი იყო, კილიან მბაპე კი დამწუხრებული "შვიდიანის" წინ ნახევარფინალში გასვლას ისე ზეიმობს, რონალდოს არც კი იმჩნევს...

შეგახსენებთ, საფრანგეთის ნაკრები ფინალში გასასვლელად ესპანელებს დაუპირისპირდება.

alt"თუკი ხვიჩას სურს, პსჟ-ში წავიდეს, ასეც უნდა მოიქცეს, მაგრამ..." - სანიოლმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

alt"თამაშის წინ რონალდო ჩემთან მოვიდა და..." - ხვიჩა კვარაცხელია

altსაფრანგეთმა პორტუგალიას პენალტების სერიაში სძლია და ესპანეთს შეხვდება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 18 /
ჩვენი ბიჭი უდიდესი კაცია, მან პატივი მიაგო თავის კუმირ რონალდოს და საერთოდ შესამჩნევია კვარას პატივისცემა სხვა ფეხბურთელების მიმართაც. ეს ადამიანობა ჩვენ ბიჭს უფრო განადიდებს ადამიანურად.
G.LA
17:16 06-07-2024
5
ამიტომაა,რომ სპორტსმენებში მე ადამიანობას უფრო ვაფასებ!
ანი
12:25 06-07-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული