ცოტათი დაუჯერებელი - მიქაუტაძე ევრო 2024-ის "ოქროს ბუცთან" ახლოსაა...

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე რომ ბევრი გოლი არ გადის და საკმაოდ უინტერესო მეოთხედფინალები ვნახეთ, ეს ერთი პრობლემაა, მაგრამ კარგი ისაა, რომ ამ დროისთვის ბომბარდირთა დავას კვლავ გიორგი მიქაუტაძე ლიდერობს. ქართველ ფორვარდს "ოქროს ბუცის" მოპოვების შანსი აქვს.

მოგეხსენებათ, მიქაუტაძის ანგარიშზე 3 გოლი და 1 საგოლე პასია. ზუსტად ანალოგიური მონაცენები აქვს ნიდერლანდელ კოდი გაკპოს. "ლივერპულის" შემტევმა თურქეთთან მეოთხედფინალში თითქოს მონაპოვარი გაზარდა, თუმცა საბოლოოდ, იქ ავტოგოლი დაფიქსირდა. ქართველი ფეხბურთელის უპირატესობა უფრო ნაკლებ სათამაშო დროში მიღწეული შედეგია.

Sportall.Ge

ვინც ტურნირზე შემორჩა, ბომბარდირობისა და დარჩენილი სამი მატჩიდან ორში
თამაშის შანსი ასევე ნიდერლანდელ მალენს ("დორტმუნდი"), ესპანელ ოლმოსა ("ლაიპციგი") და რუიზს (პსჟ), ინგლისელებს, ბელინგემსა ("რეალი") და კეინს ("ბაიერნი") აქვთ. აღსანიშნავია, რომ კილიან მბაპეს ანგარიშზე ჯერჯერობით ერთი გოლია, ისიც პენალტიდან (პოლონეთთან) გატანილი.

გახდება თუ არა ბომბარდირი, მიქაუტაძემ უკვე ბევრი აალაპარაკა. მის მომავალს ამბიციურ "მონაკოს" უკავშირებენ, "ლიონი" და "აიაქსი" კი ჩვენებურის გაშვებას უფრო მეტად უნდა ნანობდნენ.

altნიდერლანდებმა თურქეთს თამაში შემოუტრიალა და 2004 წლის შემდეგ პირველად გავიდა 1/2-ფინალში [VIDEO]

altჩანაწერები გერმანიიდან - მგზავრობა ქეცბაიასთან, ქართველი გულშემატკივრების ამაღლებული ხმა და გუცაევი ფეხბურთის მუზეუმში...

altსაქართველოს შემდეგი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატია - რა აქვს დასამტკიცებელი სანიოლს და ველოდოთ სიახლეებს...

მკითხველის კომენტარები / 18 /
არაჩვეულებრივი ბიჭია, სულით და გულით წარმატებები!
nanka2002
14:01 07-07-2024
3
აუ ნეტა მიქაუტაძე გახდეს ბომბარდირი... ეს იქნება რევოლუცია ფეხბურთში. მიდი მიდი ჩვენებური მოიგებს
zura
12:05 07-07-2024
4

სიახლეები პოპულარული