"გადაღლილობამ ფინალის წაგებაში თავისი როლი ითამაშა" - საუთგეიტი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

AutoSharing Option
გუშინ, 14 ივლისს, ევროპის ჩემპიონატის ფინალში, ესპანეთმა ინგლისი 2:1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ "სამი ლომის" მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ახლა ჩემს მომავალზე ვერ ვისაუბრებ, ამისთვის შესაბამისი დრო არ არის.

ფინალის წაგება განსაკუთრებით რთულია. პირველ რიგში, ესპანეთს ვულოცავ, მთელი ტურნირის განმავლობაში საუკეთესოები იყვნენ და ფინალშიც გვაჯობეს.

მსურს ჩემს ფეხბურთელებს მადლობა გადავუხადო, მათ თავი არ დაზოგეს და შესანიშნავი ხასიათი გამოავლინეს. სამწუხაროა, რომ ბურთს საკმარისად არ ვფლობდით. გათანაბრება მოვახერხეთ, თუმცა გადაღლილობამ ფინალის წაგებაში თავისი როლი ითამაშა. ბურთის ფლობის პრობლემაც სწორედ ამან გამოიწვია.

ჩემი გუნდით ძალიან ვამაყობ. ქვეყნისთვის ყველაფერი გააკეთეს, უბრალოდ, უკეთეს გუნდთან დავმარცხდით. შეცდომები უნდა გავაანალიზოთ", - განაცხადა საუთგეიტმა.

შეგახსენებთ, ბოლო ინფორმაციით, ინგლისის ფეხბურთის ფედერაციას სურს, რომ გუნდს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კვლავ გარეთ საუთგეიტმა უხელმძღვანელოს.

altესპანეთი ჩემპიონია, მოიგო, ვისაც უნდა მოეგო - მიქაუტაძე "ოქროს ბუცის" მფლობელი გახდა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 16 /
Ერთ ადგილას იკოცნეთ ფინალში რო გახვედით.
jordan beli
11:42 15-07-2024
1
რამ დაგღალათ მთელი ტურნირი ისვენებდით და ძალებს ზოგავდით...
მინდია
13:29 15-07-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული