"ლაიპციგის" მწვრთნელი: ნაბი კეიტა 100%-ით რჩება

AutoSharing Option
"ლაიპციგის" მთავარმა მწვრთნელმა, რალფ ჰაზენჰუტლმა განაცხადა, რომ მისი გუნდი აუცილებლად შეინარჩუნებს გვინეელ ლიდერს, ნაბი კეიტას, ვის გადაბირებასაც "ლივერპული" ცდილობდა.

"ასპროცენტიანი ალბათობით შემიძლია გითხრათ, რომ ნაბი კეიტა მომავალ სეზონს ჩვენს კლუბში გაატარებს. ჩვენ ვთქვით, რომ რადგან მოვიპოვეთ ჩემპიონთა ლიგის საგზური, არც ერთ ლიდერს არ შეველეოდით და ვასრულებთ ამ სიტყვას. ნაბი ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია გუნდისათვის და სულაც არ მიკვირს, გრანდებს რომ მისი შეძენა უნდათ." - თქვა ჰაზენჰუტლმა.

22 წლის ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ბუნდესლიგის გასულ გათამაშებაში, 31 თამაში ჩაატარა და
თავი 8 გოლითა და 7 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული