ბუნდესლიგის მატჩს პირველად განსჯის ქალი

AutoSharing Option
10 სექტემბერს, ბუნდესლიგის მე-3 ტურში, ბერლინში "ჰერტასა" და ბრემენის "ვერდერის" შეხვედრას 38 წლის ბიბიანა შტაინჰაუსი განსჯის. ის პირველი ქალია, რომელიც გერმანიის ჩემპიონატზე იმსაჯებს.

ბიბიანა ანუ როგორც მას ეძახიან ბიბი, მთავარი არბიტრი იყო ქვეყნის თასზე "ჰემნიცისა" და "ბაიერნის" თამაშზე, საჯარიმოს დარტყმისას ნახევარმცველი არიენ რობენი დაიხარა და ბუცზე თასმა შეუხსნა და რეფერისგან მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მიიღო.

სხვათა შორის, ბიბიანა პოლიციის თანამშრომელია და ალბათ, საფეხბურთო მოედანზეც დაამყარებს წესრიგს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული