მარიო გომესი სამკურნალოა

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების თავდამსხმელი მარიო გომესი "ვოლფსბურგს" რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

32 წლის ბომბარდირი დაშავდა ბუნდესლიგის მესამე ტურში, რომელშიც "მგლები" შინ "ჰანოვერს" დაუზავდნენ (1:1). გომესი 41-ე წუთზე შეცვალეს. სამედიცინო გამოკვლევამ მარცხენა ფეხზე მყესების დაზიანება აჩვენა.

"გომესთან დაკავშირებით გარისკვას არ ვაპირებთ. მას კონსერვატიული მეთოდებით ვუმკურნალებთ. ჩავთვალოთ, რომ მარიო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს", - თქვა "ვოლფსბურგის" ექიმმა გიუნტერ ვილჰელმმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული