ნაგელსმანი: ანჩელოტის მეტი ტიტული აქვს, ვიდრე მე ტრუსი

AutoSharing Option
"ჰოფენჰაიმის" მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი ირწმუნება, რომ მიუნხენის "ბაიერნზე" საუბრის დროს მას კარლო ანჩელოტის შეცვლა მიზნად არ ჰქონია დასახული.

ცოტა ხნის წინ, ნაგელსმანმა მის ცხოვრებაში მიუნხენის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ, მისი ოჯახი საცხოვრებლად სწორედ ამ ქალაქში გადავიდა. ამის პარალელურად, ანჩელოტის კრიტიკოსების რიცხვი იზრდება. ჟურნალისტებსაც მეტი რა უნდოდათ და ნაგელსმანი მომდევნო სეზონიდან "ბაიერნის" მწვრთნელად მონათლეს, თუმცა, როგორც ირკვევა, ნაადრევად.

"ჩემს სიტყვებს იმაზე დიდი გამოხმაურება ჰქონდა, ვიდრე მინდოდა. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ჩემს კოლეგას, კარლო ანჩელოტის დაუკავშირდა, რომელსაც დიდ
პატივს ვცემ.

ანჩელოტის იმაზე მეტი ტიტული აქვს, ვიდრე მე ტრუსი. კარლოს ტექსტური შეტყობინება გავუგზავნე და ავუხსენი, თუ რას ვგულისხმობდი, როდესაც "ბაიერნზე" ვლაპარაკობდი." - ციტირებს ნაგელსმანის სიტყვებს Goal-ი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული