"ლაიპციგის" ფორვარდი ტიმო ვერნერი მორიგი გუნდის - "ბარსელონას" ინტერესის ობიექტი გახდა. როგორც El Mundo Deportivo წერს, გერმანიის ნაკრების თავდამსხმელი, შესაძლოა, უკვე ამ ზამთარს გადაბარგდეს კატალონიურ გრანდში. უფრო ადრე პრესაში დაიწერა ვერნერით მადრიდის "რეალის" დაინტერესების შესახებ.
ტიმო ვერნერს ბუნდესლიგის შვიდ ტურში ხუთი გოლი აქვს გატანილი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"