მატიას ზამერმა "ვოლფსბურგში" მუშაობა არ ისურვა

AutoSharing Option
"კიკერის" ცნობით, მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, 50 წლის მატიას ზამერმა "ვოლფსბურგის" წინადადება უარყო.

აღნიშნული გამოცემის მტკიცებით, "მგლებმა"  ზამერს კლუბში ხელმძღვანელი თანამდებობა შესთავაზეს, მაგრამ უარი მიიღეს.

ზამერმა "რეკორდმაისტერი" ავადმყოფობის გამო დასტოვა და ახლა Eurosport-ზე საფეხბურთო მიმომხილველია.

"ვოლფსბურგის" სპორტულ დირექტორად კი შესაძლოა შარშან "ჰამბურგიდან" აბარგებული დიტმარ ბაირსდორფერი დანიშნონ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული