"დარწმუნებული არა ვარ, რომ ჰაინკესი ზაფხულში "ბაიერნიდან" აიბარგება. ასე მგონია, ბავარიელებს მაინცდამაინც ტოპ-კლასის სპეციალისტის მიწვევა უნდათ, რომელსაც დიდი საერთაშორისო გამოცდილება აქვს. ასეთი იურგენ კლოპია, ტომას ტუხელი კი - არა".
შეგახსენებთ, 72 წლის ჰაინკესი გადაყენებული კარლო ანჩელოტის ნაცვლად მიაბრუნეს "რეკორდმაისტერში" და 30 ივნისამდე გაუფორმეს კონტრაქტი.