უხეიროდ ასპარეზობს ამ სეზონში ბრემენის "ვერდერი". ბუნდესლიგის 10 ტურში არც ერთი მატჩი არ მოუგია, 5 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა და მისი მწვრთნელი ალექსანდრ ნური სამუშაოდან დაითხოვეს.
38 წლის ნურიმ "მუსიკოსები" შარშან, ოქტომბერში ჩაიბარა, გასავარდნი ზონიდან გაიყვანა და ევროტურნირებზე გასავლელადაც კი იბრძოდა.
ჯერ უცნობია, ვინ შეცვლის ნურის.