"ბაიერნმა" კაცნაკლული "ვერდერი" სახლში დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
20 აპრილს, ბუნდესლიგის 30-ე ტურში "ბაიერნმა" საკუთარ მოედანზე 1:0 მოუგო "ვერდერს".

მასპინძლები სრულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ გოლი ვერ გაჰქონდათ. 58-ე წუთზე მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა ბრემენული გუნდის მცველი მილოშ ველიკოვიჩი და მხოლოდ ამის შემდეგ გაიტანა ნიკლას ზულემ გოლი.

აღსანიშნავია "მუსიკოსების" ჩეხი მეკარის ირჟი პავლენკას კარგი თამაში.

"ბაიერნი" "დორტმუნდს", რომელიც 21 აპრილს სტუმრად "ფრაიბურგს" ხვდება, 4 ქულით გაექცა.

"რეკორდმაისტერის" მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა თქვა, რომ დამსახურებულად გაიმარჯვეს და არ იქნება ურიგო, თუ "ფრაიბურგი" "დორტმუნდს" დაამარცხებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული