ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ შტიოგერს, რომელმაც სრული კრახი განიცადა "კიოლნში", ურთულესი მემკვიდრეობა ერგო. მას მოუწევს, რაღაც გამოძერწოს ფსიქოლოგიურად განადგურებული, მთლიანად მოშლილი გუნდისგან.
ახალი მწვრთნელის ამოცანას ისიც ართულებს, რომ გუნდის ლაზარეთი ისევ სავსეა. შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვან ფეხბურთელებთან ერთად, იქ არიან მნიშვნელოვანი მოთამაშეებიც - მაგალითად, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მარიო
ბუნდესლიგის ლიდერი "ბაიერნი" უპირობო აუტსაიდერ "კიოლნს" მიიღებს. ეს შეხვედრა ნამდვილად ჰგავს დავითისა და გოლიათის შერკინებას. რომელია დავითი და რომელი გოლიათი, ამის გამოცნობა ჩვენს მკითხველს, წესით, არ უნდა გაუჭირდეს.
გასულ ტურში "თხებს" ნამდვილი დრამა შეემთხვათ "ფრაიბურგთან" შეხვედრაში. ძალიან რთული წარმოსადგენია, ამხელა შოკის შემდეგ "კიოლნი" გადარჩეს. რა შანსი აქვს ასეთ მდგომარეობაში მყოფ გუნდს გერმანული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანთან, ეს თავად განსაჯეთ.
თუმცა არის ერთი გარემოება - გაგდებული შტიოგერის ნაცვლად, გუნდი გამოცდილ სპეციალისტს, არმინ ფეეს ჩააბარეს. 56 წლის სპეციალისტის ყველაზე დიდი მიღწევა ბუნდესლიგური ტრიუმფია - 2007 წელს მან სასწაულებრივად გააჩემპიონა "შტუტგარტი". შემდეგ მუშაობდა "ვოლფსბურგში", "ჰამბურგსა" და"აინტრახტში".
"კიოლნისთვის", ალბათ, უმცირესი შვება იქნება ის, რომ მიუნხენელებს, წესით, რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი უნდა დააკლდეთ. მათ შორისაა არიენ რობენი. და მაინც, თითოეული გულშემატკივარი "ბაიერნისგან" საგოლე ფეერიას ელის.
საინტერესო დაპირისპირება უნდა შედგეს "ვოლფსბურგის" არენაზე, სადაც ჩემპიონატის მეორეადგილოსანი "ლაიპციგი" ჩადის. სტუმრები პრაქტიკულად ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებენ. მათ წისქვილზე გარკვეულწილად წყალს ასხამს ისიც, რომ გუნდი აღარ თამაშობს ჩემპიონთა ლიგაში, თუმცა ევროპალიგაზე ღირსეულად თამაშიც მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება კონკრეტულად "მგლების" წინააღმდეგ გასამართავ შეხვედრას, "ლაიპციგისთვის" ყველაზე დიდი თავისტკივილი შვედი ლიდერის, ფორსბერგის შესაძლო არყოფნაა, თუმცა, შესაძლოა, სკანდინავიელმა მაინც ითამაშოს.
"შალკე" საშინაო ასპარეზზე ისტუმრებს "აუგსბურგს". რა თქმა უნდა, ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი გელზენკირხენული კლუბი ფავორიტად ითვლება, მაგრამ მეორე მხარეა მასპინძელთა საკადრო პრობლემები. ვერ უნდა ითამაშოს გუნდის გამოკვეთილმა ლიდერმა ლეონ გორეტცკამ. ის კი "შალკესთვის" მართლაც რომ ძალიან დიდი ძალაა. ასევე საეჭვოა ბრაზილიელი ცენტრალური მცველის, ნალდოს მინდორზე გასვლა.
ბოლო დროს თამაშის იშტაზე მოსული "ლევერკუზენი" "ვერდერს" უმასპინძლებს. რა თქმა უნდა, წყვილის ფავორიტად მასპინძლები უნდა მივიჩნიოთ. ეს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მინდორზე ვენდელის გარეშე გავლენ.
რაც შეეხება "ჰოფენჰაიმს", "შტუტგარტთან" მატჩში მასპინძელთა რიგებში საეჭვოა ოხსისა და ვაგნერის თამაში.
გერმანია. ბუნდესლიგა. XVI ტური
სამშაბათი, 12 დეკემბერი
ვოლფსბურგი-ლაიპციგი 21:30
ფრაიბურგი-გლადბახი 23:30
ჰამბურგი-აინტრახტი 23:30
მაინცი-დორტმუნდი 23:30
ოთხშაბათი, 13 დეკემბერი
ჰოფენჰაიმი-შტუტგარტი 21:30
ბაიერნი-კიოლნი 23:30
ჰერტა-ჰანოვერი 23:30
შალკე-აუგსბურგი 23:30
ლევერკუზენი-ვერდერი 23:30
ბომბარდირები: 14 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 12 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 9 - კევინ ფოლანდი (ლევერკუზენი); 8 - ტიმო ვერნერი (ლაიპციგი), ალფრედ ფინბოგასონი (აუგსბურგი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"