ბუნდესლიგა. XVI ტური: როგორც იქნა, "დორტმუნდმა" მოიგო [VIDEO]
AutoSharing Option
ტური დაიწყო გერმანიაშიც, სადაც, როგორც იქნა, შეწყვიტა მოუგებელი სერია "დორტმუნდმა", რომელიც რვა მატჩი გამარჯვების გარეშე იყო ბუნდესლიგაში.
"ბორუსიას" მწვრთნელის შეცვლამ უშველა - პეტერ ბოში პეტერ შტიოგერმა შეცვალა და დორტმუნდელებმა ორი უპასუხო გოლი გაუტანეს "მაინცს".
შტიოგერს დიდად არ გადაუხალისებია შემადგენლობა - დაცვის ხაზი შეცვალა (ეს იყო მე-11 განსხვავებული კვარტეტი 16 მატჩში) და ვაიგლი დააყენა ძირითადში.
როგორც ჩანს, ეს იყო მთავარი ფაქტორი, რადგან "მაინცმა" 90 წუთი ისე ჩაატარა, რომ კარში ზუსტად არ დაურტყამს. "დორტმუნდმა" ერთბაშად მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა.