ანდრეას კიოპკე: მანუელ ნოიერი მუნდიალისთვის მზად იქნება

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების მეკარეების მწვრთნელს ანდრეას კიოპკეს მიაჩნია, რომ "ბაიერნის" გოლკიპერი მანუელ ნოიერი ტრავმას დროულად მოირჩენს და მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობას მიიღებს:

"მანუელს სისტემატურად ვეკონტაქტები და ვთვლი, რომ მალე ჩადგება მწყობრში. წინა მუნდიალისასაც ჰქონდა პრობლემა. ისეთი სერიოზული არა, როგორც ახლა, მაგრამ ტურნირამდე კარგა ხანი არ უვარჯიშია და ბრაზილიაში ჩინებულად იასპარეზა. მანუელი, რა თქმა უნდა, მსოფლიოს საუკეთესო კიპერია, თუმცა შემცვლელიც ჩინებული ჰყავს".

ბუნდესგუნდის თავკაცმა იოახიმ ლიოვმა განაცხადა, რომ ნოიერმა ამ სეზონში "ბაიერნში" რომც არ ითამაშოს, ნაკრების ნომერ პირველ მეკარედ მიაჩნია და ბოლომდე დაელოდებიან
მის მწყობრში ჩადგომას.

ბოლო ინფორმაციით, ის აპრილის დასაწყისში დაიწყებს ვარჯიშს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული