არიენ რობენი და ფრანკ რიბერი "ბაიერნს" დატოვებენ

AutoSharing Option
გუშინ ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა არიენ რობენმა განაცხადა, რომ სეზონის დასრულებისთანავე "ბაიერნს" დატოვებს, ახლა კი ცნობილი გახდა, რომ ფრანგი ლეგიონერი ფრანკ რიბერიც გამოემშვიდობება მიუნხენურ გრანდს.

კლუბის სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა მიანიშნა, რომ რიბერის კონტრაქტს არ გაუგრძელებენ.

"პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს გუნდში რიბერის ბოლო სეზონია. ვფიქრობ, ასეც იქნება. ფრანკს ეს ესმის. ის კარგ სეზონს ატარებს და გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელია", - განაცხადა სალიჰამიჯიჩმა.

ამ სეზონში 35 წლის რიბერიმ ყველა ტურნირზე 18 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული