21 დეკემბერს, ბუნდესლიგის მე-17 ტურში "დორტმუნდმა" საკუთარ მოედანზე გლადბახის "ბორუსიას" 2:1 სძლია.
"დორტმუნდმა" 42 ქულა დააგროვა და "ბორუსიასა" და "ბაიერნს" 9 ქულით გაექცა. "ბაიერნი" 22 დეკემბერს ფრანკფურტში "აინტრახტს" დაუპირისპირდება და მეორე ადგილზე გადასვლის შანსი აქვს.
"დორტმუნდის" ნახევარმცველმა მარკო როისმა ბუნდესლიგაზე 250-ე მატჩი ჩაატარა, ამ სეზონში 17 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მე-3 პოზიციაზეა. ამას გარდა, მან 7 საგოლე გადაცემა გააკეთა. აღსანიშნავია, რომ 2009-2012 წლებში ის მიონხენგლადბახური გუნდის ღირსებას იცავდა.
მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა მარიო გიოტცემ ამ შეხვედრაში 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
დორტმუნდი. "სიგნალ იდუნა პარკი". 81 365 მაყურებელი
დორტმუნდი - ბორუსია 2:1
გოლები: 1:0 სანჩო (42), 1:1 კრამერი (45), 2:1 როისი (54)