ბუნდესლიგა. XVII ტური: "დორტმუნდმა" "ბორუსია" დაამარცხა და კონკურენტებს 9 ქულით გაექცა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
21 დეკემბერს, ბუნდესლიგის მე-17 ტურში "დორტმუნდმა" საკუთარ მოედანზე გლადბახის "ბორუსიას" 2:1 სძლია.

"დორტმუნდმა" 42 ქულა დააგროვა და "ბორუსიასა" და "ბაიერნს" 9 ქულით გაექცა. "ბაიერნი" 22 დეკემბერს ფრანკფურტში "აინტრახტს" დაუპირისპირდება და მეორე ადგილზე გადასვლის შანსი აქვს.

"დორტმუნდის" ნახევარმცველმა მარკო როისმა ბუნდესლიგაზე 250-ე მატჩი ჩაატარა, ამ სეზონში 17 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მე-3 პოზიციაზეა. ამას გარდა, მან 7 საგოლე გადაცემა გააკეთა. აღსანიშნავია, რომ 2009-2012 წლებში ის მიონხენგლადბახური გუნდის ღირსებას იცავდა.

მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა მარიო გიოტცემ ამ შეხვედრაში 2 საგოლე
გადაცემა გააკეთა.

დორტმუნდი. "სიგნალ იდუნა პარკი". 81 365 მაყურებელი
დორტმუნდი - ბორუსია 2:1
გოლები: 1:0 სანჩო (42), 1:1 კრამერი (45), 2:1 როისი (54)
მკითხველის კომენტარები / 1 /
კრამერს აშკარად ხელზე მოხვდა ბურთი, გოლის ეპიზოდში.
სოსო
12:58 22-12-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული