"დორტმუნდმა" ისევ გაიმარჯვა - "ბაიერნს" მიახლოების საშუალებას არ აძლევს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 იანვარს, ბუნდესლიგის მე-18 ტურში ლიდერმა "დორტმუნდმა" სტუმრად 1:0 სძლია "ლაიპციგს".

"დორტმუნდმა" 45 ქულ დააგროვა და მეორე ადგილზე მყოფ "ბაიერნს" ისევ 6 ქულით გაექცა.

ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია სტუმართა გუნდის ლიდერს მარკო როისს, რომელმაც პარასკევს ვარჯიშზე მცირე ტრავმა მიიღო. ის გუნდთან ერთად სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა.

თამაშის ბოლოდ შეცვლაზე შესულ ალკასერს შეეძლო მასპინძელთა კარის მეორედ დალაშქვრა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი ჯერ ხარიხას მოხვდა, შემდეგ კარის ხაზზე დაეცა და მხოლოდ ამის მერე აიღო მეკარემ.

ლაიპციგი. "რედ ბული". 41 393 მაყურებელი
ლაიპციგი -
დორტმუნდი 0:1
გოლი: ვიტსელი (19)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული