ბუნდესლიგა. XXIII ტურის წინ: როცა "რეკორდმაისტერის" სუნთქვა გესმის...

AutoSharing Option
ფოტო: bvbbuzz.com

როგორც მოსალოდნელი იყო, ბუნდესლიგა ძალიან დაიძაბა. "ბაიერნი" მორიგი ჩემპიონობისკენ მიიწევს. "დორტმუნდს" უკვე ზურგსუკან ესმის "რეკორდმაისტერის" სუსხიანი სუნთქვა. შესაბამისად, მოშვების უფლება აღარ აქვს.

"დორტმუნდისა" და "ლევერკუზენის" შეხვედრა ტურში ერთ-ერთი ცენტრალურია. ორივე შემტევ და სანახაობრივ სტილს ანიჭებს უპირატესობას. აქედან გამომდინარე, გახსნილი ფეხბურთის მოლოდინში ვართ. "ლევერკუზენი" ბოლო დროს ბუნდესლიგაში კარგად თამაშობს. აი, ლუსიენ ფავრის გუნდს კი აშკარად კრიზისის ხანა დაუდგა.

"დორტმუნდმა" უშანსოდ წააგო ჩემპიონთა ლიგაზე. ამის შემდეგ კი "ჰანოვერთან" ვერ იმარჯვა. რა თქმა უნდა, ფავრის გაწვრთნილებს ძალიან უნდათ ხასიათის გამოსწორება და
საამისოდ ყველაფერს გააკეთებენ. ეგაა, გუნდმა თითქოს დაკარგა საკუთარი თავის რწმენა.

"ბაიერნი" კი ძალიან კარგ ხასიათზეა. "ლივერპულთან" გასვლით შეხვედრაში ფრე ცუდი შედეგი ნამდვილად არ არის. "რეკორდმაისტერმა" ზონები ჩაკეტა და მერსისაიდელებს საკუთარი თამაშის დემონსტრირების საშუალება არ მისცა.

"ბაიერნს" იოლი თამაში ნამდვილად არ ელის. ბოლო დროს გუნდი ვერა და ვერ უგებს "ჰერტას", რომელიც მიუნხენელთათვის ძალიან უხერხულ მეტოქედ იქცა. ვნახოთ, რა და როგორ იქნება ამჯერად.

"ბაიერნის" რიგებში წესით კვლავ ვერ უნდა ითამაშოს არიენ რობენმა. ამის მიუხედავად, მიუნხენური გრანდი ალბათ ყველანაირად ეცდება ნავსის გატეხას. ჩემპიონობისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის. აქედან გამომდინარე, ყველა ქულას მართლაც რომ ოქროს ფასი ადევს.

ბევრი ისევ მიიჩნევს, რომ ნიკო კოვაჩი არ არის ის მწვრთნელი, რომელიც "ბაიერნს" უნდა ხელმძღვანელობდეს, მაგრამ, ასე თუ ისე, ხორვატმა მწვრთნელმა შეძლო კაპრიზებით სავსე კლუბის გასახდელში სიტუაციის დალაგება. გუნდური თამაში "ბაიერნის" ერთ-ერთი მთავარი კოზირია. გუნდის დაცვაში კი, "ლივერპულთან" შეხლას თუ არ ჩავთვლით, ისევ არის პრობლემები.

ფაქტები
  • "შტუტგარტმა" ბოლო 2 შეხვედრაში შეძლო "ვერდერის" დამარცხება.
  • "გლადბახისა" და "ვოლფსბურგის" ბოლო 3 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
  • "ჰერტამ" ბოლო შეხვედრა 2:0 მოუგო "ბაიერნს".
  • "შალკემ" მიჯრით 5 დუელში აჯობა "მაინცს".
  • "ფორტუნასა" და "ნიურნბერგს" შორის უკანასკნელ 2 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
  • "დორტმუნდმა" ზედიზედ 2-ჯერ სძლია "ლევერკუზენს".
  • "ლაიპციგმა" ამდენივე შეხვედრაში აჯობა "ჰოფენჰაიმს".

ბუნდესლიგა. XXIII ტური
პარასკევი, 22 თებერვალი
ვერდერი-შტუგარტი 1:1

შაბათი, 23 თებერვალი
ბაიერნი-ჰერტა 18:30
გლადბახი-ვოლფსბურგი 18:30
ფრაიბურგი-აუგსბურგი 18:30
მაინცი-შალკე 18:30
ფორტუნა-ნიურნბერგი 21:30

კვირა, 24 თებერვალი
ჰანოვერი-აინტრახტი 18:30
ლევერკუზენი-დორტმუნდი 21:00
ორშაბათი, 25 თებერვალი
ლაიპციგი-ჰოფენჰაიმი 23:30

ბომბარდირები: 14 - ლუკა იოვიჩი (აინტრახტი); 13 - მარკო როისი (დორტმუნდი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 12 - იუსუფ პოულსენი (ლაიპციგი), პაკო ალკასერი (დორტმუნდი); 11 - სებასტიან ჰალერი (აინტრახტი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
ბუნდესლიგა
#
გუნდი
34
24
6
4
56
78
34
23
7
4
37
76
34
19
9
6
34
66
34
16
7
11
13
55
34
14
11
9
9
53
10
ფორტუნა
34
13
5
16
-16
44
34
11
10
13
-8
43
34
12
7
15
-11
43
34
8
12
14
-18
36
34
8
9
17
-18
33
34
8
8
18
-20
32
34
7
7
20
-38
28
34
5
6
23
-40
21
18
ნიურბერგი
34
3
10
21
-42
19