"მანჩესტერ სიტისთან" დამარცხების შემდეგ "შალკეს" მწვრთნელი გადააყენეს

AutoSharing Option
"შალკეს" მწვრთნელი დომენიკო ტედესკო გადააყენეს.

33 წლის ტედესკო "შალკეს" 2017 წლის ზაფხულიდან ედგა სათავეში და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ბუნდესლიგაში მეორე ადგილი დაიკავა.

გელზენკირჰენულმა კლუბმა ტედესკოს 2018 წლის აგვისტოში კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე გაუგრძელა.

შაბათს "შალკემ" ზედიზედ მეხუთე მარცხი განიცადა - ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერ სიტისთან" 0:7 განადგურდა.

"შალკეს" ბუნდესლიგაზე მე-14 ადგილზეა.

გუნდის დროებით მწვრთნელად ჰუბ სტევენსი დანიშნეს. ის "შალკეს" 1996-2002 და 201-2012 წლებში წვრთნიდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული