"ბაიერნს" კაი ჰავერციც უნდა - "ლევერკუზენი" 100 მილიონს ითხოვს

AutoSharing Option
ლევერკუზენის "ბაიერის" ნახევარმცველი კაი ჰავერცი შესაძლოა, მიუნხენის "ბაიერნში" გადაბარგდეს.

მიუნხენური კლუბი გერმანიის ნაკრების 19 წლის ფეხბურთელის ყიდვას 2020 წელს გეგმავს.

გამოცემა Sport Bild-ის ინფორმაციით, ჰავერცის სანაცვლოდ "რეკორდმაისტერს" სულ მცირე, 75 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, ლევერკუზენელები კი ჰავერცის 100 მილიონ ევროზე ნაკლებად გაყიდვას არ აპირებენ.

მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგის 26 მატჩში ჰავერცის ანგარიშზე 10 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული