დორტმუნდის "ბორუსიამ" ედენ აზარის ძმის, თორგან აზარის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
26 წლის შემტევმა გერმანულ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და დორტმუნდში 2024 წლამდე დარჩება.
თავად მხარეები კონტრაქტის დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ტრანსფერი დაახლოებით 25 მილიონი ევრო დაჯდა.
"მადლობელი ვარ 5 შესანიშნავი წლისთვის და იმ მოგონებებისთვის, რაც "გლადბახიდან" დამრჩა. ახლა ნამდვილად სწორი დროა კარიერაში ნაბიჯის წინ გადასადგმელად. ვამაყობ, რომ "დორტმუნდისთვის" თამაში შემეძლება. ეს უმაღლესი დონის კლუბია შესანიშნავი გულშემატკივრებით", - განაცხადა ბელგიელმა ფეხბურთელმა.
თორგან აზარმა მიუნხენგლადბახური კლუბის რიგებში გასულ სეზონში 35
შეხვედრა გამართა, სადაც 13 გოლთან ერთად 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.