ოფიციალურად: მატს ჰუმელსი "დორტმუნდში" დაბრუნდა

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიამ" მიუნხენის "ბაიერნის" მცველი მატს ჰუმელსი შეიძინა - ამის შესახებ გერმანელთა Facebok-გვერდიდან გახდა ცნობილი.

გავრცელებული ინფორმაციით, დორტმუნდელებს აღნიშნული ტრანსფერი 30 მილიონი ევრო დაუჯდათ.

მატს ჰუმელსი "ბაიერნში" 2016 წელს სწორედ "ბორუსიადან" გადავიდა.

გასულ სეზონში გერმანელი მცველის ანგარიშზე ბუნდესლიგაში ჩატარებულ 21 შეხვედრაში 1 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემაა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას "დორტმუნდი" განსაკუთრებით აქტიურია. ეს "ბორუსიას" რიგით მეოთხე შენაძენია თორგან აზარის, ნიკო შულცისა და ჯულიან ბრანდტის შემდეგ.

ჯამში გერმანულმა გრანდმა უკვე 100 მილიონ ევროზე მეტი დახარჯა.

alt"დორტმუნდმა" ედენ აზარის

ძმა შეიძინა
მკითხველის კომენტარები / 1 /
თავიდანვე არ უნდა გადასულიყო ბაიერნში. დღეს უკვე ისეთი სიტუაციაა, მანდ რომ ვინმე თამაშობს, თითქოს ხარკს უხდის გუნდს. რაფინია ცრემლების ღვარღვალით გააცილეს და ლამისაა ჰიონესს ამოუყენონ გვერდში. ხელმძღვანელები ცალსახად ბუნდესლიგით კმაყოფილდებიან და ასეთ შემთხვევაში ისევ დორტმუნდში გადასვლა ჯობდა
))))
09:57 20-06-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული